ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კალცი-მაქსი
შემადგენლობა: ყოველი 1 მლ შეიცავს:
კალციუმის გლუკონატის მონოჰიდრატი – 450 მგ
კალციუმის გლუბიონატი – 20 მგ
კალციუმის აცეტატის მონოჰიდრატი – 37 მგ
მაგნიუმის ჰიპოფოსფიტ-6-ჰიდრატი – 30 მგ
საინექციო წყალი – – q.s.
ჩვენება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, თხის და ღორის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
- მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომი ჰიპოკალციემია, მასტიტი.
- ტეტანია: მაკეობის და ლაქტაციის პერიოდის ტეტანია, მშობიარობის ცხელება და ბალახისმიერი ტეტანია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში (მაგნიუმის დეფიციტი).
- ნაწილობრივი დამბლა: კალციუმის დეფიციტი მაკეობის ადრეულ ეტაპზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და თხაში.
- ალერგია, ტოქსიკოზი, მშობიარობის ჰემოგლობინურია, ურტიკარია, გამონაყარი, პეტექიაზი, ლამინიტი ცხენებში და ჰემატურია.
- კალციუმის მეტაბოლური დარღვევა: რაქიტი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და თხაში და ოსტეომალაცია ღორებში.
- იდიოპათიური ნაწილობრივი დამბლა: პედატროფია.
- მიოგლობინურია ცხენებში.
დოზირება და გამოყენების წესი:
ცხენი (500 კგ): 80-100 მლ ინტრავენური ინექცია.
ძროხა (500 კგ): 80-100 მლ ინტრავენური, კუნთშიდა, კანქვეშა ინექცია
ხბო, ცხვარი, თხა: 15-25 მლ ინტრავენური, კუნთშიდა, კანქვეშა ინექცია .
ღორი (50-100 კგ): 15-26 მლ ინტრავენური, კუნთშიდა, კანქვეშა ინექცია.
გოჭი 2-3 მლ კუნთშიდა, კანქვეშა ინექცია.
სიფრთხილის ზომები:
გამოიყენეთ ვეტერინარის დანიშნულებით.
ინტრავენური გამოყენების შემთხვევაში, ინექციის შეყვანა ხდება ნელა 5 წუთის განმავლობაში.
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში კუნთშიდა ან კანქვეშა გამოყენების შემთხვევაში, მონიშნეთ ინექციის ერთზე მეტი ადგილი.
თუ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დოზა 50 მლ-ზე მეტია, გაყავით დოზა და გააკეთეთ ინექციის ორ ადგილას.
ლოდინის პერიოდი: 0 დღე.
შენახვის პირობები: მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და მაღალ ტემპერატურას (არაუმეტეს 25°C). შეინახეთ ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

