დეტალური აღწერა

ინტრამარი 600 მგ

ინტრამამარული სუსპენზია მშრალი ძროხისთვის

შემადგენლობა: ყოველი აპლიკატორი (3.6 ) შეიცავს: კლოქსაცილინი  600 მგ

ჩვენება:

პრეპარატი გამოიყენება მშრალ  ძროხებში არსებული ინტრამამარული ინფექციების სამკურნალოდ და მშრალი პერიოდშის განმავლობაში ახალი ინფექციებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 

დოზირება და გამოყენების მეთოდი: გამოიყენეთ ერთი აპლიკატორის შიგთავსი ყოველ მეოთხედზე ბოლო მოწველისთანავე გაშრობამდე.

პრეპარატი მიიღება ინტრამამარული გზით.

პროდუქტის გამოყენებამდე კარგად გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ცურის თითის დაბოლოებას შეფუთვაში წარმოდგენილი სადეზინფექციო ხელსახოცით. არ გამოიყენოთ სადეზინფექციო ხელსახოცები თვალსაჩინო დაზიანებების მქონე ცურის თითებზე. გამოიყენეთ ახალი სადეზინფექციო ხელსახოცი ყოველ ცურის თითზე.

გამოყენების შემდეგ სასურველია ცურის თითების ანტისეპტიკური საშუალებით დასველება.

მომზადება და გამოყენება: დაიჭირეთ თავსახური ცერსა და საჩვენებელ თითს შორის, მოხარეთ და ამოიღეთ შიგთავსი. შეიყვანეთ წვერის მხოლოდ თეთრი ნაწილი ცურის თითის არხში. ფრთხილად გამოიყვანეთ პროდუქტი მცირე დაჭერით, სანამ ცურის თითის არხი თანაბრად არ შეივსება. გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ხანმოკლე მასაჟის გაკეთება  ცურის თითის წვერიდან დამუშავებული ცურის მეოთხედის რძის ცისტერნამდე.

აპლიკატორის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

უკუჩვენებები

არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ ძროხებში.

გვერდითი რეაქციები

უცნობია.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 28 დღე

რძე: მოგებიდან 96 საათის შემდეგ, მშრალი პერიოდის შემთხვევაში – 42 დღე ან მეტი.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

დაიცავით გაყინვისგან.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.

შეფუთვის ფორმა: 24 x 4გრ. აპლიკატორი.