ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ინსპექტორი კვადრო ტაბსი

შემადგენლობა: ინსპექტორ კვადრო ტაბსი  აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს

ლუფენურონს, მოქსიდექტინსა და პრაზიქვანტელს.

დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, პრეჟელატინიზებულ სახამებელს, საკვებ დანამატს „საქონლის ხორცის არომატი“, კალციუმის სტეარატს, ჟელატინს, აეროსილს, საღებავს „ყავისფერი შოკოლადი“.

პრეპარატი არის 120, 240, 750 და 1500 მგ მასის, ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე , ოვალური ფორმის ტაბლეტები ჭდით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ინსპექტორ კვადრო ტაბსი განეკუთვნება ანტიპარაზიტული სამკურნალო საშუალებების კომბინაციების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლუფენურონის, მოქსიდექტინისა და პრაზიქვანტელის კომბინაცია უზრუნველყოფს მისი ანტიპარაზიტული მოქმედების ფართო სპექტრს რწყილების (Ctenocephalides felis, Ctenocephalides canis), მუნის ტკიპების (Otodectes cynotis, Sarcoptes canis, Notoedres cati), დემოდექსოზური (Demodex canis) და იქსოდური (Dermacentor spp., Rhipicephalus spp., Ixodes spp.) ტკიპების, ძაღლებისა და კატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პარაზიტი მრგვალი და ლენტისებრი ჰელმინთების, მათ შორის, Toxocara canis, Toxocara cati (Toxocara mystax), Toxascaris leoninа, Uncinaria stenocephala, Trichuris vulpis, Ancylostoma caninum, Echinococcus granulosus, Alveococcus multilocularis, Mesocestoides lineatus, Dipylidium caninum, Diphyllobothrium latum, Multiceps multiceps განვითარების ყველა სტადიაზე, ასევე, Dirofilaria immitis და Dirofilaria repens მატლის სტადიაზე.

გამოყენების წესი  და დოზირება: ინსპექტორ კვადრო ტაბსს უნიშნავენ ზრდასრულ კატებსა და ძაღლებს, ლეკვებსა და კნუტებს იქსოდური ტკიპებით გამოწვეული ენტომოზების, დემოდეკოზის, ოტოდექტოზის, სარკოპტოზის, ნოტოედროზის, აკაროზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდოზების (ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის, ტრიქოცეფალოზის), ცესტოდოზების (ტენიიდოზების, დიპილიდიოზის, ექინოკოკოზის, დიფილობოტრიოზის, მეზოცესტოიდოზის), ასოციაციური ნემატოდო-ცესტოდოზური ინვაზიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ასევე, დიროფილიარიოზის პროფილაქტიკისთვის.

ინსპექტორ კვადრო ტაბსს ცხოველებს აძლევენ ინდივიდუალურად, პერორალურად, დილის კვების დროს მცირე რაოდენობის საკვებთან ერთად, ან კვების შემდეგ იძულებით უდებენ ენის ძირში მინიმალური თერაპიული დოზით: 10 მგ ლუფენურონი, 5 მგ პრაზიქვანტელი და 0,3 მგ  მოქსიდექტინი ცხოველის მასის 1 კგ-ზე შემდეგი გაანგარიშებით:

ინსპექტორ კვადრო ტაბსი, 1 ტაბლეტში ლუფენურონის / მოქსიდექტინის / პრაზიქვანტელის შემცველობა
ცხოველის მასა 0,5-2 კგ წონის კატებისა და ძაღლებისთვის(ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლუფენურონს, 0,6 მგ მოქსიდექტინსა და 10 მგ პრაზიქვანტელს) 2-8 კგ წონის კატებისა და ძაღლებისთვის(ტაბლეტი  შეიცავს 40 მგ ლუფენურონს, 1,2 მგ მოქსიდექტინსა და 20 მგ პრაზიქვანტელს) 8-16 კგ წონის კატებისა და ძაღლებისთვის(ტაბლეტი შეიცავს 160 მგ ლუფენურონს, 4,8 მგ მოქსიდექტინსა და 80 მგ პრაზიქვანტელს) 16 კგ-ზე მეტი წონის ძაღლებისთვის(ტაბლეტი შეიცავს 320 მგ ლუფენურონს, 9,6 მგ მოქსიდექტინსა და 160 მგ პრაზიქვანტელს)
0,5 – 1 კგ ½ ტაბლეტი
> 1 – 2 კგ 1 ტაბლეტი
> 2 –4 კგ 1 ტაბლეტი
>4 – 8 კგ 2 ტაბლეტი
> 8 – 16 კგ 1 ტაბლეტი
> 16 – 32 კგ 1 ტაბლეტი
> 32 – 48 კგ 1 + ½ ტაბლეტი
> 48 – 64 კგ 2 ტაბლეტი

პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მისი ანტიპარაზიტული მოქმედება 5 კვირა გრძელდება.

ქსენოცეფალიდოზის (რწყილებით დასნებოვნების), ძაღლებისა და კატების ოტოდექტოზისა და იქსოდოზების  განმეორებითი დაინვაზირების თავიდან ასაცილებლად ერთჯერადად იყენებენ ინსპექტორ კვადრო ტაბსს – 4-6 კვირაში ერთხელ ექტოპარაზიტების აქტივობის მთელი სეზონის განმავლობაში. პრეპარატის ინსექტიციდური მოქმედება მიღებიდან 24 საათის შემდეგ ვლინდება და 48 საათის შემდეგ აღწევს მაქსიმალურ დონეს.

პრეპარატის აკარიციდული მოქმედება მიღებიდან 24 საათის შემდეგ ვლინდება. ამის გათვალისწინებით ცხოველი ტკიპების შესაძლო მკვიდრობის ადგილებში (პარკებში, სკვერებში, ტყეში) გასეირნებამდე 24 საათით ადრე უნდა დამუშავდეს.

ცხოველების სარკოპტოზით, ნოტოედროზით ან დემოდეკოზით დასნებოვნებისას დამუშავებას ორ-ხუთჯერ ატარებენ 7-14 დღის ინტერვალით ცხოველის კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე, რაც აკაროლოგიური კვლევების ორი უარყოფითი შედეგით უნდა იყოს დადასტურებული.

ჰელმინთოზებისას სამკურნალო მიზნით ცხოველებს პრეპარატს ერთჯერადად აძლევენ; ძლიერი ინვაზირების  შემთხვევაში რეკომენდებულია დამუშავების გამეორება 10-14 დღის შემდეგ. პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს თერაპიული დოზით იყენებენ 3 თვეში ერთხელ, ასევე 10-14 დღით ადრე ყოველი ვაქცინაციის წინ.

დიროფილიაროზის პროფილაქტიკის მიზნით დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო რეგიონებში პრეპარატს გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში იყენებენ: ერთჯერადად კოღოებისა და მოსკიტების (D. immitis-ის გამომწვევის გადამტანების) გამოფრენის წინ, შემდეგ თვეში ერთხელ და სეზონზე ბოლოჯერ მწერების ფრენის დასრულებიდან 1 თვის შემდეგ. ინსპექტორ კვადრო ტაბსი არ ანადგურებს სქესობრივად მომწიფებულ დიროფილიარიებს, მაგრამ აქვეითებს სისხლში მოცირკულირე მიკროფილიარიების რაოდენობას და, ასევე, უსაფრთხოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული ინვაზირებული ცხოველებისთვისაც.

უკუჩვენებები: ცხოველის მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

არ შეიძლება ინსპექტორ კვადრო ტაბსის მიცემა ძუ ძაღლებისა და კატებისთვის მაკეობის და ნაშიერების ძუძუთი კვების პერიოდებში, 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ლეკვებისა და კნუტებისთვის.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას,  გვერდითი მოვლენები და გართულებები არ  გამოვლენილა.

შენახვის პირობები: პრეპარატს ინახავენ 0°C-დან 30°C-მდე ტემპერატურის პირობებში. პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა:    2 ტაბლეტი დაფასოებული ბლისტერში.