ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

 ექტოგარდ სპრეი

რწყილების და ტკიპების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება

შემადგენლობა: ციტრონელა, მარგოზა, პიტნა, ლავანდა, როზმარინი, ბეგქონდარა, მიხაკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ექტოგარდ სპრეი განკუთვნილია ძაღლებსა და კატებში გამოსაყენებლად, ცხოველების კანზე აღმოჩენილი ექტოპარაზიტების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკიპები, რწყილები და ტილები. იგი გამოიყენება ცხოველების კანზე მწერების დასახლების თავიდან ასაცილებლად, ტკიპების ხალიჩებიდან ან ცხოველების საწოლი ადგილებიდან მოსაცილებლად, კოღოსა და სხვა მწერების ნაკბენის თავიდან ასაცილებლად.

ეთერზეთების ნარევს აქვს მწერების საწინააღმდეგო მოქმედება და ცხოველების კანზე ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს. ის სრულიად ბუნებრივი და უსაფრთხოა. ის არ შეიცავს პირეტროიდებს ან კედარის ზეთს, რომლის მიმართაც კატები შეიძლება მგრძნობიარე იყოს.

გამოყენების წესი და დოზირება: შესხურებამდე მსუბუქად შეანჯღრიეთ ბოთლი.

პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის კანზე და თმის ძირებზე შესხურებით, 10-15 სმ მანძილიდან. რეკომენდებულია მთელ სხეულზე შესხურება მგრძნობიარე ნაწილების გარდა: თვალები, ყურები, სასქესო ორგანოები. შესხურების შემდეგ პროდუქტი ნაზად შეაზილეთ კანში. არ არის რეკომენდებული 12 კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველებისთვის. ექტოგარდი შეიძლება შეასხუროთ საფენზე, ბალიშებზე, ხალიჩასა და ირგვლივ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ექტოპარაზიტების არსებობას.

შეფუთვა: 100 მლ