ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ექვივერმ პლუსი

პერორალური პასტა ცხენებისთვის

შემადგენლობა: პასტის ყოველი გრამი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ივერმექტინი                                                18.7 მგ

პრაზიქვანტელი                                          140.3 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ბრილიანტის ლურჯი FCF (E133)            0.005 მგ

ტარტრაზინი (E102)                                    0.021 მგ

ტიტანის დიოქსიდი (E171)                       20.0 მგ

მწვანე პასტა ვაშლისა და დარიჩინის დამახასიათებელი სუნით.

სამიზნე სახეობები: ცხენები

ჩვენება:

ვეტერინარული პრეპარატი ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთდროულად გამოიყენება ნემატოდების, ბორას ლარვებისა და ლენტისებრი ჭიების წინააღმდეგ.

  • ნემატოდები:

სტრონგილიდები:

Strongylus vulgaris (მოზრდილები და L4 არტერიული ლარვის სტადიები)

Strongylus edentatus (მოზრდილები და L4 ქსოვილოვანი ლარვის სტადიები)

Strongylus equinus (მოზრდილები)

Triodontophorus spp. (მოზრდილები)

Cyathostomum spp., Cylicocyclus spp., Cylicostephanus spp., Cylicodontophorus spp., Gyalocephalus spp. (მოზრდილები და ლორწოვანი გარსის არაინჰიბირებული ლარვები)

პარასკარიდები: Parascaris equorum (მოზრდილები და ლარვები)

ოქსიურისი: Oxyuris equi (ლარვები)

ტრიქოსტრონგილიდები: Trichostrongylus axei (მოზრდილები)

სტრონგილოიდები: Strongyloides westeri (მოზრდილები)

ჰაბრონემა: Habronema spp. (მოზრდილები)

ონქოცერკოზი: Onchocerca spp., ანუ კანის ონქოცერკოზი

ფილტვის ჭიები: Dictyocaulus arnfieldi (მოზრდილები და ლარვები)

  • ცესტოდები: Anoplocephala perfoliata (მოზრდილები)
  • ბორები: Gasterophilus spp. (ლარვები)

ლენტისებრი ჭიებით ინვაზია იშვიათია 2 თვემდე ასაკის კვიცებში, ამიტომ 2 თვეზე ნაკლები ასაკის კვიცების მკურნალობა არ ითვლება აუცილებლად.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.

200 მკგ ივერმექტინისა და 1.5 მგ პრაზიქვანტელის ერთჯერადი მიღება სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, რაც ექვივალენტურია 1.07 გ პასტისა სხეულის წონის ყოველ 100 კგ-ზე.

სწორი დოზირების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ყველაზე ზუსტი წონის დადგენა და შესაბამისი დოზის განსაზღვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული დოზის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს ანტიჰელმინთური პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკი.

 

 

ცხენის წონა  პასტის დოზა           ცხენის წონა  პასტის დოზა

100 კგ-მდე    1.070 გ            401-450 კგ      4.815 გ

101-150 კგ      1.605 გ            451-500 კგ      5.350 გ

151-200 კგ      2.140 გ            501-550 კგ      5.885 გ

201-250 კგ      2.675 გ            551-600 კგ      6.420 გ

251-300 კგ      3.210 გ            601-650 კგ      6.955 გ

301-350 კგ      3.745 გ            651-700 კგ      7.490 გ

351-400 კგ      4.280 გ

პასტის პირველი პორცია საკმარისია 100 კგ სხეულის წონის მქონე ცხოველების სამკურნალოდ.

აპლიკატორის ყოველი დამატებითი გაყოფა უზრუნველყოფს პასტის საკმარის მოცულობას 50 კგ სხეულის წონისთვის. აპლიკატორი დააყენეთ გამოთვლილი დოზის მიხედვით რგოლის შესაბამის ნიშნულზე გადაადგილებით.

7.49 გ პასტის შემცველი აპლიკატორი უზრუნველყოფს საკმარის პასტას 700 კგ წონის ცხენის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზით.

გამოყენებამდე, აპლიკატორი დააყენეთ გამოთვლილი დოზის მიხედვით, რგოლის შესაბამის ნიშნულზე გადაადგილებით. პასტა შეჰყავთ პერორალურად, კბილთაშორისი სივრციდან ენის ძირამდე. ცხოველის პირი თავისუფალი უნდა იყოს საკვების ნარჩენებისგან. მიღებისთანავე, ცხენის თავი რამდენიმე წამის განმავლობაში ასწიეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ დოზა სწორად არის გადაყლაპული.

გვერდით მოვლენები

ძალიან იშვიათი

(< 1 ცხოველი / 10,000 ნამკურნალები ცხოველი, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით):

ანორექსია1

კოლიკა1

დიარეა1,

ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ალერგიული შეშუპება,3 ლორწოვანი გარსის შეგუბება, ჭარბი ნერწყვდენა, ტაქიკარდია, ენის შეშუპება, ჭინჭრის ციება)

განუსაზღვრელი სიხშირე (არსებული მონაცემებით  შეფასება შეუძლებელია). ქავილი2

შეშუპება2

1 განსაკუთრებით ძლიერი პარაზიტული დატვირთვის შემთხვევაში.

2 Onchocerca microfilariae-ს მძიმე ინვაზიის მქონე ცხენების მკურნალობის შემდეგ. აღნიშნული რეაქციები, სავარაუდოდ, გამოწვეულია მიკროფილარიების დიდი რაოდენობით განადგურებით.

3 კანქვეშა.

თუ აღნიშნული სიმპტომები კვლავ გაგრძელდაებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს.

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება 2 კვირაზე ნაკლები ასაკის კვიცებში.

პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

მაკეობა და ლაქტაცია:

შეიძლება გამოყენებულ იქნას მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ცნობილი არ არის.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი და სუბპროდუქტები: 35 დღე.

არ არის ნებადართული პრეპარატის იმ ცხოველებში გამოყენება, რომლებიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ რძეს აწარმოებენ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ აპლიკატორში. გამოყენების შემდეგ, კვლავ დაახურეთ თავსახური.

არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.

შეფუთვა: 1 x 7 მლ, 10 x 7 მლ