ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
დურაციდ PW
აღწერილობა:
თეთრი ფერის ფხვნილი მკვეთრი სუნით
შემადგენლობა:
ციპერმეტრინი (№CAS 52315-07-8) – 0.60 გ
დენატონიუმის ბენზოატი (№CAS 3734-33-6) – 0.001 გ
რეცეპტურის კომპონენტები საკმარისი რაოდენობით – 100.0 გ-ისთვის
გამოყენება:
დურაციდ PW ფხვნილის ფორმის ინსექტიციდური საშუალებაა, რომელიც ეფექტიანია აზიური ფაროსანას, ჭიანჭველების, ხოჭოების, ტარაკნების, ბაღლინჯოების, ქინქლების, ტკიპების, ფრინველის ტილების, რწყილების, მტვრის ბაღლინჯოების, წითელი ბაღლინჯოების, ქერცლოვნების, ნამისჭიებისა და ბუზების წინააღმდეგ. პროდუქტს ახასიათებს ძლიერი ეფექტი და გახანგრძლივებული მოქმედება, რომლებიც იცავს გარემოს შემდგომი ინვაზიებისგან.
დურაციდ PW-ს გამოყენება რეკომენდებულია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში — სახლებსა (სამზარეულოების, სარდაფების, ფანჯრის რაფების, ბილიკების და ა.შ.) და ბაღებში, შენობის პერიმეტრის დასამუშავებლად — გაზონებისა და მცენარეების ქვეშ ჭიანჭველების დაბუდების საპრევენციოდ, სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების დაცვის მიზნით.
პროდუქტის გამოყენება ასევე შეიძლება:
- ხალხმრავალ და სხვადასხვა დანიშნულების მქონე პუნქტებში: სანატორიუმები, საავადმყოფოები, სასადილოები, სკოლები, ბანაკები, საწყობები, რესტორნები და ა.შ.
- ცხოველთა თავშესაფრებში, საჯინიბოებში, საცხენოსნოებში, ეზოებში, თავლებში და ა.შ.
- სანაგვეებზე, ნაგავსაყრელებზე და ა.შ.
- სატრანსპორტო საშუალებებში, სარკინიგზო ვაგონებსა და ავტობუსებში
გამოყენების წესი და დოზები:
დურაციდ PW გამოიყენება მზა სახით, 15-20 გ/მ² პროდუქტის განაწილებით უშუალოდ დასამუშავებელ ზედაპირზე. ფხვნილი უნდა ჩაიყაროს სპეციალური დოზატორის საშუალებით ნახვრეტებსა და ნაპრალებში, რომლებშიც, სავარაუდოდ, ბუდობენ ისეთი მავნებლები, როგორებიცაა ხოჭოები, ჭიანჭველები ან სხვა მწერები.
გარდა ამისა, პროდუქტის გამოყენება შეიძლება დენცქვიტების გარშემო ან ელექტროსისტემების მიმდებარედ, სადაც წყლის მოხვედრა შეიძლება სახიფათო იყოს. ჭიანჭველების ბუდის დამუშავებისას, შედეგის გაზრდის მიზნით, ფხვნილის მოყრის შემდეგ უნდა დაესხას წყალი, რათა პროდუქტი უკეთ მოხვდეს ბუდეში.
გაფრთხილება:
- არ დააბინძუროთ პრეპარატით საკვები პროდუქტები, სასმელები და მათი შენახვისთვის განკუთვნილი კონტეინერები (!)
- დამუშავების დაწყებამდე პერიმეტრიდან გაიყვანეთ ცხოველები (!)
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე
შეფუთვა:
ბოთლი საფრქვეველით: 50 გ, 100 გ, 150 გ, 200 გ, 300 გ, 500 გ, 750 გ
პაკეტი: 100 გ, 150 გ, 200 გ, 500 გ, 1 კგ
შენახვის ვადა:
2 წელი

