ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

გლობულინი კატას ვირუსული დაავადებების და ქლამიდიოზის საწინააღმდეგოდ

ბიოლოგიური თვისებები:

  • პრეპარატის შეყვანა კატებში უზრუნველყოფს პასიური იმუნიტეტის შენარჩუნებას ორი კვირის მანძილზე.
  • ყველაზე მაღალი თერაპიული ეფექტი მიიღწევა პრეპარატის დაავადების საწყის სტადიაზე გამოყენებისას.

ჩვენება:

  • გამოიყენება კატებში:
  • პანლეიკოპენიის
  • ინფექციური რინოტრაქეიტის
  • კალიცივიროზის

ქლამიდიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

გლობულინის მიღების წესი და დოზირება:

  • გლობულინით პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ კანქვეშ 1,0 მლ 10 კგ­მდე ცოცხალ მასაზე ერთჯერადად, უფრო მეტი მასის ცხოველებს – 2,0 მლ.
  • სამკურნალო მიზნით პრეპარატი შეჰყავთ ორჯერადად იგივე დოზებში 12–24 სთ ინტერვალით.

უკუჩვენებები: აკრძალულია გლობულინის გამოყენება კლინიკურად დაავადებულ და დასუსტებულ ცხოველებში.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

შენახვის პირობები: შრატი ინახება მაცივარში 2–80C­­­­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 1,0 მლ (ერთი კომერციული დოზა) შუშის ფლაკონებში.