დეტალური აღწერა

ბუტა-B12
ბუტაფოსფანი და ვიტამინი B12

შემადგენლობა (ყოველი მლ-ის შემთხვევაში):

ბუტაფოსფანი – 100 მგ

ვიტამინი B12 – 50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები – 1 მლ

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:

  1. მეტაბოლური ან რეპროდუქციული დარღვევების მკურნალობის დროს, როდესაც საჭიროა ფოსფორისა და ციანოკობალამინის დამატება;
  2. მშობიარობის შემდგომი მეტაბოლური დარღვევების, ტეტანიისა და პარეზის (რძის ცხელება) შემთხვევაში (პრეპარატის უნდა მიიღებოდეს მაგნიუმისა და კალციუმის დამატებით);
  3. კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად ფოსფორის და/ან ციანოკობალამინის დეფიციტის არსებობისას.

გამოყენების წესი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები – ინტრავენური გზით;

ძაღლები და კატები – ინტრავენური, ინტრამუსკულარული, კანქვეშა გზით.

დოზირება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენები – 0.02 – 0.05 მლ/კგ.

ხბოები და კვიცები – 0.033 – 0.056 მლ/კგ.

ძაღლები – 0.025 – 0.25 მლ/კგ.

კატები – 0.1 – 0.5 მლ/კგ.

საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

კატებში კანქვეშა ინექციის შემდეგ ბეჭთაშორის მიდამოში შეიძლება გამოვლინდეს რეაქციები ინექციის ადგილზე (შესიება, შეშუპება, ერითემა და გამაგრება).

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერებების მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ლოდინის პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები:

ხორცი და სუბპროდუქტები – 0 დღე;

რძე – 0 საათი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე სინათლისგან დაცულ ადგილზე;

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:

36 თვე.