ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ბისანარი

შემადგენლობა: 1 მლ  მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს თიმოლს – 100 მგ,

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აკარიციდული საშუალებები

გამოყენების წესი და დოზები: სამკურნალო პრეპარატი ბისანარი® გამოიყენება მეთაფლია ფუტკრის ვაროატოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

ბისანარი® გამოიყენება გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებში.

გამოყენების წინ 1 მლ პრეპარატს ხსნიან 1 ლიტრ თბილ წყალში (35-40°C) (ან 2 მლ პრეპარატს ხსნიან 2 ლიტრ თბილ წყალში (35-40°C)) ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე, რომელიც ერთი დღის განმავლობაში უნდა იქნეს გამოყენებული.

მომზადებულ ემულსიას შპრიცით იღებენ და თანაბრად ასხურებენ ჩარჩოებს შორის გაანგარიშებით: 10 მლერთ რიგზე.

სამკურნალო პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს ორჯერ, 7-დღიანი ინტერვალით, დღის პირველ ნახევარში, საფრენ ამინდში, გარემოს არანაკლებ 10°C ტემპერატურაზე.

ლოდინის პერიოდი: თაფლი 14 დღე.

შენახვის პირობები:  პრეპარატი ინახება მწარმოებლის დახურულ საფუთავში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ადამიანისა და ცხოველების საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, 0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი

აკრძალულია  პრეპარატის გამოყენება ძირითადი ღალიანობის დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის კომპონენტების მოხვედრა სასაქონლო თაფლში. აკრძალულია ფუტკრებისთვის პრეპარატის გამოყენება ძირითადი ღალიანობის პერიოდში

შეფუთვა:  პრეპარატს უშვებენ 1,0 მლ და 2,0 მლ დაფასოებულს მინის ამპულებში.