ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.
გამოშვების ფორმა: ყვითელი ფერის სითხე სპეციფიური სუნით, მოქმედი ნივთიერება ამიტრაზი და ბექონდარა.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს მკვეთრად გამოხატული აკარიციდული მოქმედება ტკიპა VARROA JACOBSONI-ს მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე. ხმარების წინ 1მლ პრეპარატი იხსნება 2 ლ თბილ წყალში (35-400C)
ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. მიღებულ ემულსიას შპრიცით ასხურებენ სკაში ფუტკარს, 10 მლ (ჩარჩო-ფუტკარზე) ორჯერადად 7 დღიანი ინტერვალით, დღის პირველ ნახევარში +100C ტემპერატურაზე.
საგანგებო მითითება: არ შეიძლება 4-5 ჩარჩოზე ნაკლებ ფუტკრის ოჯახების დამუშავება. ფუტკრის ოჯახების დამუშავება უნდა შეწყდეს მთავარი ღალიანობამდე – 14 დღით ადრე. დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად. პრეპარატი გამოიყენება უბარტყო პერიოდში.
სასურველია პრეპარატის ორჯერადად გამოყენება: პირველი დამუშავება ღალიანობის დამთავრების და თაფლის გამოწურვის შემდეგ. მეორე დამუშავება დაზამთრების წინ (ზრდასრულ ფუტკარზე ვაროა ტკიპის არსებობის შემთხვევაში).
შეფუთვა: შუშის ფლაკონები ან ამპულები 1მლ (20 დოზა) 0,5 მლ (10 დოზა).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 00C+250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.

