ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

CPV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა
ძაღლის პარვოვირუსის (CPV Ag) ანტიგენის თვისებრივი გამოვლენისთვის.

გამოყენება:
CPV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს ძაღლის განავალში ან ნაღებინებ მასაში ძაღლის პარვოვირუსის (CPV Ag) ანტიგენის თვისებრივი გამოვლენისთვის.

პრინციპი:
ტესტ-კასეტას აქვს სატესტო ფანჯარა. ტესტირების დროს, ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში. CPV ანტიგენები ნიმუშში რეაქციაში შედის ანტი-CPV ანტისხეულებთან, რომლებიც დაფარულია კოლოიდური ოქროსფერი ნაწილაკებით ტესტის ხაზზე. შემდეგ ნარევი მიგრირებს ზედა მიმათულებით მემბრანაზე ქრომატოგრაფიულად, კაპილარული მოქმედებით და რეაქციაში შედის ანტი-CPV ანტისხეულებთან მემბრანაზე ტესტის ხაზის ზონაში. თუ ნიმუში შეიცავს ძაღლის პარვოვირუსს, ფერადი ხაზი გამოჩნდება ტესტის ხაზის ზონაში, რომელიც მიუთითებს დადებით შედეგზე. თუ ნიმუში არ შეიცავს CPV ანტიგენებს, ფერადი ხაზი არ გამოჩნდება ტესტის ხაზის ზონაში, რაც მიუთითებს უარყოფით შედეგზე. პროცედურული კონტროლის სახით, საკონტროლო ხაზის ზონაში ყოველთვის გამოჩნდება ფერადი ხაზი, რაც მიუთითებს, რომ ნიმუშის სათანადო მოცულობა დაემატა და მოხდა მემბრანის გაჟღენთა.
შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა შეფუთვიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები
● ტამპონი ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით
● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც შეფუთვას არ მოყვება
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე ტესტ-კასეტა, ნიმუში და ბუფერი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. შეაგროვეთ ძაღლის განავალი ან ნაღებინები მასა ჩხირით ძაღლის ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა წარმოდგენილია შემდეგი სახით:

            1. არასაკმარისი
            2. კარგი
            3. კარგი
            4. ძალიან ბევრი

2. მოათავსეთ დასველებული ჩხირი წარმოდგენილ პლასტმასის სინჯარაში ბუფერით. აურიეთ იგი ნიმუშის კარგი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 3 წვეთი (დაახლოებით 120 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეულ ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ სურათი ქვემოთ.
4. წაიკითხეთ შედეგი 10 წუთში. არ გააკეთოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: C ხაზის და T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა T ხაზი ნათელია თუ ბუნდოვანი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.
შეზღუდვები:
CPV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა გამოიყენება მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკისთვის ძაღლებში. ყველა შედეგი უნდა იქნას განხილული სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. შედეგების დასადასტურებლად რეკომენდებულია ისეთი დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR.