ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ძაღლის კორონავირუსის (CCV Ag) ხარისხობრივი გამოვლენის სწრაფი ტესტ–კასეტა
დანიშნულება
CCV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა არის გვერდითი ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი ძაღლის ფეკალიებში ან პირღებინების მასაში ძაღლის კორონავირუსის (CCV Ag) ხარისხობრივი გამოვლენის მიზნით.
პრინციპი
CCV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა არის გვერდითი ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი, რომელიც ეფუძნება სენდვიჩის ფორმატს. ტესტ-კასეტას აქვს ფანჯარა ტესტირებისთვის. ტესტირების ფანჯარას აქვს T (ტესტი) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. ტესტირების დროს ნიმუში თავსდება კასეტის ფოსოში. თუ CCV ანტიგენები ნიმუშშია, ისინი წინასწარ დაფარულ ანტი-CCV ანტისხეულებთან რეაქციაში შედიან ტესტ-ზოლზე. შემდეგ ნარევი ქრომატოგრაფიულად მიგრირებს გარსის ზემოთ კაპილარული მოქმედების შედეგად და რეაგირებს გარსის ანტი-CCV ანტისხეულებთან ტესტ-ზონაში. თუ ნიმუში შეიცავს კორონავირუსს, ტესტის ზონაში გამოჩნდება ფერადი ხაზი, რომელიც მიუთითებს დადებით შედეგზე. თუ ნიმუში არ შეიცავს CCV ანტიგენებს, ტესტის ხაზის არეში არ გამოჩნდება ფერადი ხაზი, რაც მიუთითებს უარყოფით შედეგზე. როგორც პროცედურული კონტროლი, ფერადი ხაზი ყოველთვის ჩნდება საკონტროლო ხაზის არეში, რაც გვიჩვენებს, რომ მოხდა ნიმუშის სათანადო მოცულობის დამატება და დაფიქსირდა ინფექცია.
შენახვის წესი
შეინახეთ დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტ-კასეტა ვარგისია დალუქულ პაკეტზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა რჩებოდეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
უსაფრთხოების ზომები
- ტესტის ნაკრები გამოიყენება მხოლოდ, ძაღლთა დიაგნოსტირებისთვის.
- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- თითოეულ ნიმუშს მოექეცით ისე, როგორც ინფექციურ აგენტებს. დაიცავით დადგენილი უსაფრთხოების ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ანალიზის აღების დროს და ასევე, სტანდარტული პროცედურები ნიმუშების სათანადოდ განადგურების მიზნით.
- ნიმუშების შემოწმებისას გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალება.
- ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
- არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან უშუალოდ გამოყენებამდე.
- არ გამოიყენოთ ტესტის ნაკრები ხელმეორედ.
არ აურიოთ სხვადასხვა ნაკრებისა თუ პროდუქტების კომპონენტები ერთმანეთში. მოწოდებული მასალა
- სატესტო კასეტები – საწვეთურები (პიპეტები)
- პლასტმასის მილები ბუფერით – ტამპონები
- ინსტრუქცია
საჭირო მასალა, რომელიც არ არის მოწოდებული
- ტაიმერი
ანალიზის აღების წესი
ტესტის დაწყებამდე აცადეთ ტესტ-კასეტას, ნიმუშს, ბუფერს და/ან კონტროლს, დაბალანსდეს ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. აიღეთ ძაღლის ფეკალიების ან პირღებინების მასის ნაცხი ტამპონის ჩხირით მისი ცხვირიდან ან უკანა ტანიდან. ფეკალიებიდან ტამპონით აღებული ნაცხის მოცულობა ასე გამოიყურება:
1. არასაკმარისი
2. ნორმა
3. ნორმა
4. ჭარბი
2. მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან პლასტიკურ საცდელ მილში. აურიეთ, რათა უზრუნველყოთ ნიმუშის ხარისხიანი მოპოვება.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და თანაბარ ზედაპირზე. პიპეტი დაიკავეთ ვერტიკალურად, ამოიღეთ ნიმუში და 3 წვეთი (დაახ. 120 μl) მოათავსეთ ტესტ-კასეტის (S) ფოსოში. შემდეგ ჩართეთ ტაიმერი.იხილეთ სურათი ქვემოთ.
- ამოიკითხეთ შედეგები 5-10 წუთის განმავლობაში. ნუ მოახდენთ შედეგების ინტერპრეტირებას 15 წუთის შემდეგ.
ანალიზის შედეგები
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა T
ხაზი ნათელი თუ ბუნდოვანია.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი.
არავალიდური: C ზონაში არც ერთი ფერადი ხაზი არ ჩანს, მიუხედავად იმისა ჩნდება თუ არა T ხაზი .
შეზღუდვა
CCV ანტიგენის სწრაფი ტესტის კასეტა განკუთვნილია მხოლოდ ძაღლებში ინ ვიტრო დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგის გათვალისწინება ვეტერინარისგან მიღებულ სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად უნდა მოხდეს. შედეგების დადასტურების მიზნით, რეკომენდებულია ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა PCR (polymerase chain reaction-პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია).



