დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ ინტრაცისტერნარული ხსნარი ფარმოქსიდინი®  შეიცავს მოქმედი ნივთიერებას:

10 მგ ჰიდროქსიმეთილქინოქსილინდიოქსიდს

დამხმარე ნივთიერებებს: ნიპაგინს და საინექციო წყალს.

გარეგნულად პრეპარატი არის მომწვანო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმოქსიდინი® ქინოქსალინების ჯგუფის ანტიბაქტერიული სამკურნალო პრეპარატია.პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქსიმეთილქინოქსილინდიოქსიდი  ბაქტერიოციდული  მოქმედების  ფართო სპექტრით ხასიათდება და ეფექტურია  როგორც გრამდადებითი კოკების – Staphylococcus spp., Streptococcus spp.; გრამდადებითი ჩხირების – Actinomyces spp., Clostridium spp., გრამუარყოფითი ჩხირების – Enterobacteriaceae ოჯახის (Escherichia coli, Klebsiela pneumoniae., Proteus spp., Salmonella spp., Shigella spp.), Bacteroides spp. – Bacteroides fragilis ჩათვლით; Pseudomonas aeruginosa; ასევე ტუბერკულოზის მიკობაქტერიების (Mycobacterium tuberculosis) წინააღმდეგ.

ჰიდროქსიმეთილქინოქსილინდიოქსიდის მოქმედების მექანიზმი გამომდინარეობს მისი უნარიდან, ღრმა სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვიოს მიკროორგანიზმების ციტოპლაზმაში და იმგვარად დაარღვიოს ბაქტერიული დნმ-ს სინთეზი მიკრობის უჯრედში, რომ არ იმოქმედოს ცილისა და რნმ-ს სინთეზზე; გამოიწვიოს ბაქტერიული უჯრედის კედლის სტრუქტურული ცვლილებები, დათრგუნოს გარეუჯრედული ბაქტერიული ნუკლეაზისა და α-ტოქსინის აქტივობა.

სამკურნალო პრეპარატის სარძევე ცისტერნებში შეყვანისას მოქმედი ნივთიერება აღწევს ჯიქნის პარენქიმაში და 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებს თერაპიულ კონცენტრაციას.

პლუს 15°C ტემპერატურაზე შენახვისას შესაძლებელია წვრილი კრისტალური ან ფანტელის მაგვარი ნალექის წარმოქმნა. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მოხმარების წინ ნალექის გასახსნელად ფლაკონს ათბობენ მდუღარე წყლის  აბაზანის ორთქლზე, ასე გათბობის შემდეგ პრეპარატი არ კარგავს აქტივობას.

გამოყენების წესი: ფარმოქსიდინი® გამოიყენება ძროხების მასტიტის კლინიკური და სუბკლინიკური ფორმების სამკურნალოდ.

პრეპარატის შეყვანის წინ ჯიქნის დაავადებული მეოთხედებიდან მთლიანად გამოწველიან სეკრეტს (რძეს, ექსუდატს) ცალკე ჭურჭელში, აუსნებოვნებენ დუღილით და უტილიზაციას უტარებენ, ცურთითს კი ანტისეპტიკური ხსნარით ამუშავებენ. შეყვანის წინ პრეპარატს 40°-მდე აცხელებენ და კათეტერის დახმარებით ცურთითის არხის გავლით შეჰყავთ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ცურთითის წვეტს თითებს უჭერენ და 1-2 წუთის განმავლობაში მსუბუქ მასაჟს უკეთებენ ზემოდან ქვემოთ იმისთვის, რომ სამკურნალო პრეპარატი უკეთ გადანაწილდეს.

მასტიტის მწვავე და ქრონიკული ფორმების მკურნალობისას, ჯიქნის დაავადებულ წილში პრეპარატი 20 მლ ოდენობებით  შეჰყავთ 3-4 დღის განმავლობაში, 12-საათიანი ინტერვალებით.

მასტიტის სუბკლინიკური ფორმების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი 20 მლ ოდენობებით  შეჰყავთ დღეში ორჯერ, 3-4 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედებები: არ აღინიშნება. მაკე და მეწველ ცხოველებში სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება:  ცხოველის მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

დაყოვნების პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია არაუადრეს, ვიდრე პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 2 დღის შემდეგ. იმ ცხოველები, რომლებიც  იქნა დაკლული აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ცხოველების საკვებად.

პრეპარატით ნამკურნალები ძროხისგან მიღებული რძის საკვებად გამოყენება დასაშვებია არაუადრეს, ვიდრე პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 48 საათის შემდეგ მასტიტის ნიშნების სრული არარსებობის პირობით.

მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 48 საათის განმავლობაში ცურის ჯანმრთელი წილებიდან მიღებულ რძეს აუსნებოვნებენ (დუღილით ან პასტერიზაციით 76°C ტემპერატურაზე 20 წამის განმავლობაში) და იყენებენ ცხოველების საკვებად.

შენახვის პირობები: ფარმოქსიდინს® ინახავენ მწარმოებლის დახურულ შეფუთავში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ადამიანისა და ცხოველის საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილებში.

ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს 3 წელს წარმოების დღიდან.

საცობის პირველად გახსნის შემდეგ – არაუმეტეს 14 დღეს.

გამოშვების ფორმა: 100 მლ.  მოთავსებული მინის ფლაკონში,რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით.