დეტალური აღწერა

ტრეისტოპ ჯუნიორი

ტრეისტოპ ჯუნიორი არის ვიტამინისა და მინერალური ბოლუსი, რომელიც გამოჰყოფს თავის საკვებ ნივთიერებებს 6 თვის განმავლობაში ხბოების ზრდისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის დაკარგვა და კლინიკური დეფიციტი. თუმცა, უფრო ხშირად, ვლინდება ისეთი სუბკლინიკური დარღვევები, როგორიცაა ბეწვის გაუხეშება, ჩლიქების პრობლემები და ხბოს ცუდი პროდუქტიულობა. დანამატის მიმღებ ძროხებს განუვითარდებათ უფრო მაღალი რეზისტენტობა დაავადებების მიმართ და მოიმატებენ წონაში. ტრეისტოპ ჯუნიორი წარმოადგენს პრაქტიკულ გამოსავალს, რომელიც გამოჰყოფს მინერალებისა და ვიტამინების ყოველდღიურ რაოდენობას 6 თვის განმავლობაში.

საშუალო დღიური მიწოდება:
იოდი 9.9 მგ
სელენიუმი 2.0 მგ
ვიტამინი E 7.3 მგ
კობალტი 1.7 მგ
თუთია 104.8 მგ
ვიტამინი A 1 916.7 სე
სპილენძი 52.2 მგ
12.9 მგ
ვიტამინი D3 375 სე

ჩვენებები:
მიკროელემენტების და ვიტამინების ხანგრძლივი მიწოდება;
ხელს უშლის დეფიციტის განვითარებას;
უკეთესი ზრდა;
ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა.

უპირატესობანი:
უფრო ჯანმრთელი ცხოველი:
მეტი შემოსავალი:
შემცირებული სამედიცინო ხარჯები

გამოყენება:
150 კგ-ზე მეტი ახალგაზრდა პირუტყვი: 1 ტრეისტოპ ჯუნიორი საძოვრად გაყვანისას და 1 ტრეისტოპ ჯუნიორი ბაგურ პირობებში (ან 1 ტრეისტოპ ჯუნიორის ბოლუსი ყოველ 6 თვეში).

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების

შეფუთვა:70 გრამიანი 12 ბოლუსის ყუთში.