ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

აღწერილობა:

სხვადასხვა წონის ძაღლებისთვის 1 ტაბლეტი შეიცავს საროლანერი ს შემდეგ რაოდენობას: 5მგ,10 მგ, 20 მგ, 40 მგ, 80 მგ,120 მგ

შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:

1 ტაბლეტის წონა საროლანერის რაოდენობა
125 .მგ. 5 მგ
250 მგ 10 მგ
500 მგ 20 მგ
1000 მგ 40 მგ
2000 მგ 80 მგ
3000 მგ 120 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საროლანერის ბიოწვდომა პერორალური შეყვანის შემდეგ აღწევს 85%-მდე. საროლანერის გამოდევნის ძირითადი გზაა  ნაღველი და გამოყოფა ფეკალიებით.

საროლანერი განეკუთვნება იზოქსაზოლინების ჯგუფს, გააჩნია აკარიციდული და ინსექტიციდური მოქმედება. მისი მოქმედება იწვევს ექტოპარაზიტების ნერვული სისტემის დაზიანებას და მათ დაღუპვას. უსაფრთხოა ძუძუმწოვრებისათვის.

საროლანერი აქტიურია ზრდასრული რწყილების (Ctenocephalides canis, C. felis), ზოგიერთი სახეობის ტკიპების (Dermacemtor reticulatus, Ixodes hehagonus, I. Ricinus, Rhipiecephalus sanguineus და Sacroptes scabiei), ასევე ეფექტურია Dermacentor variabilis, Ixodes scapularis, Amblyomma americanum, ასევე Demodex canis და Otodectes cynotis.

პრეპარატ საროლანერის გამოყენების შემდეგ  აქტივობა რწყილების წინააღმდეგ იწყება 8 საათის შემდეგ, ტკიპების (Ixodes ricinus) წინააღმდეგ 12 საათის შემდეგ და გრძელდება გამოყენებიდან 35 დღე-ღამის განმავლობაში.

სიმპარიკა საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, მოქმედებს 35 დღე-ღამის განმავლობაში ყველა სახეობის რწყილებზე.

გამოყენების წესი  და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ძაღლებზე ერთჯერადად, პერორალურად ცხოველების საკვებთან ერთად  ან მის გარეშე დოზით 2-4 მგ/კგ ცხოველის მასაზე. ცხოველის წონის შესაბამისად ერთი ტაბლეტი ერთ მიღებზე,

იქსოდოზური და სიფონაფტეროზული ინვაზიების მკურნალობის დროს  პრეპარატს იყენებენ ძაღლებში თვეში ერთხელ  ტკიპების აქტიურობის სეზონის განმავლობაში, ეპიზოოტური სიტუაციების შესაბამისად.

სარკოპტოზის და ოტოდექტოზის მკურნალობის დროს პრეპარატს იყენებენ ძაღლებში თვეში ერთხელ ორი თვის განმავლობაში,

დემოდეკოზის მკურნალობის დროს პრეპარატს იყენებენ ძაღლებში თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედებები:

ნევროლოგიური მოვლენები: კუნთების ტრემორი, ატაქსია ან კრუნჩხვები მოქმედი ნივთიერებისდამი მიმართ მგრძნობიარე ძაღლებში.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ ძაღლებში, რომლებიც არიან მგრძნობიარენი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ!

არ გამოიყენოთ დაავადებულ და დასუსტებულ ცხოველებში!

არ გამოიყენოთ 8 კვირაზე ნაკლები ასაკის და 1,3 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ლეკვებში ვეტერინარი ექიმის გარეშე!

არ გამოიყენოთ სხვა ცხოველებში, ძაღლების გარდა!

შენახვის პირობები:

მშრალი ბნელი, ბავშვებისათვის მიუწვდომელი ადგილი, 2-დან 300 ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 30 თვე.

გამოშვების ფორმა:  ალუმინის ბლისტერი 1, 3 და 6 საღეჭი ტაბლეტით.