ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: საინექციო ხსნარი 1მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:
ოქსიტოცინი 5 სე ან 10 სე (საერთაშორისიო ერთეულები),
დამხმარე ნივთიერებება ნიპაგინი და საინექციო წყალი.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი, ცხვარი, თხა,ძაღლი და კატა
ჩვენება:
- სუსტი მოგების მოქმედება
- მოგების შემდგომი შეკავება
- რეფლექტორული აგალაქტია
- მასტიტები
- საშვილოსნოს სისხლდენა
ფარმაკოლოგიურითვისებები: ოქსიტოცინი ავლენს მასტიმულირებელ მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურაზე, განსაკუთრებით მაკეობის ბოლოს და მოგების მიმდინარეობის დროს.
ოქსიტოცინი ხელს უწყობს რძისგამოყოფის გაძლიერებას, ახდენს რა რძის სეკრეციის სტიმულირებას ალვეოლებში, ამავდროულად რძის შემოსვლას ალვეოლებიდან მსხვილ სადინარებში და სინუსებში.
პრეპარატი მოქმედებას იწყებს კანქვეშ ან კუნთში შეყვანიდან 1–2 წუთის შემდეგ და გრძელდება 20–30 წუთის განმავლობაში; ვენაში შეყვანის დროს მოქმედება იწყება 0,5–1 წუთის შემდეგ.
მიღებისწესი და დოზირება:
პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ, კუნთებში და ვენაში, საჭიროების დროს ნოვოკაინთან კომბინაციაში ეპიდურალურად დოზებით:
| ცხოველი | შეყვანის ხერხი და დოზები, ME | ||
| კუნთებში ან კანქვეშ | ვენაში | ეპიდურალურად | |
| ფაშატი, ფური,
ნეზვი 200 კგ-მდე მასით ცხვარი, თხა ძაღლი კატა |
30–60
30 10–15 5–10 3 |
20–40
20 8–10 2–7 2 |
15–30
10–15 – – 2 |
გვერდითიმოვლენები: პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.
უკუჩვენებები: ოქსიტოცინს გააჩნია უკუჩვენება: არ შეიძლება მისი გამოყენება მაკე ცხოველებში და მოგების დროს დახმარებისას მსხვილი ნაყოფის, მისი სიმახინჯის, ასევე მისი არასწორი მდგომარეობის დროს.
არ არსებობს ინფორმაცია ოქსიტოცინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
ლოდინისპერიოდი: 0 დღე.
გაფრთხილებები: პრეპარატთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთო ნორმები.
შენახვისპირობები: ინახება მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ადამიანისა და ცხოველის საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვისვადა: 2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენის შენახვა არ შეიძლება.
შეფუთვისფორმა: 20 მლ შუშის ფლაკონი.

