ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება –  Virus bursitidis infectiosae avium IBDV OP–23,დამხმარე ნივთიერება – Nutrimentum pro Lyophilisatione.

ჩვენება:

 გამოიყენება ფრინველის ინფექციური ბურსალური დაავადების-გამბოროს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით, დაავადებაზე არაკეთილსაიმედო და საშიშ მეურნეობებში.

ბიოლოგიური თვისებები: აცრილ ფრინველში იმუნიტეტი ყალიბდება ვაქცინის შეყვანიდან 14 დღის განმავლობაში და გრძელდება (სახორცე ფრინველში) გამოზრდის პერიოდის დასრულებამდე.

მიღების წესი და დოზირება: ვაქცინაცია ტარდება 7 დღის ასაკიდან.

ვაქცინა ინდივიდუალური გამოყენებისას: იხსნება ფიზიოლოგიურ ან საინექციო ხსნარში. გახსნილი ვაქცინის ერთ წვეთი ეწვეთება კონიუნქტივის პარკში.

ჯგუფური ვაქცინაციისას: ვაქცინა იხსნება იმდენ წყალში, რამდენსაც ასაცრელი ფრინველი მოიხმარს ვაქცინის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში.

უკუჩვენებები: არ არის რეკომენდებული:

  • ავადმყოფი ფრინველის ვაქცინაცია.
  • ფრინველის ვაქცინაცია კვერცხდების პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:  დადგენილი არ არის.

ლოდინის პერიოდი:  ხორცი გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–100C­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა:  30 თვე.

შეფუთვის ფორმა:   10 მლ შუშის ფლაკონები (200, 500, 1000 დოზიანი).