დეტალური აღწერა

შემადგენლობა: თითეული ბოლუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას

1250 მგ ნიკლოსამიდის პიპერაზინის მარილს.

ჩვენებები: გამოიყენება ცხოველთა ტენიოზის და მცოხნავი ცხოველების ტრემატოდოზის სამკურნალოდ:

  • გააჩნია რეპელენტური ეფექტი ცხენის A. perfoliata -ზე.(ნაწლავის ლენტისებრი ჭია)
  • ეფექტურია moniezia expansa-ს, svitellina-ს წინააღმდეგ მსხვილფეხა პირუტყვსა და ცხვარში
  • ეფექტურია dipylidiumcaninum-ის, taenia pisformis-ის, taenia hydatigena-ის, taeniaeforms-ის წინააღმდეგ ძაღლებსა და კატებში.
  • გააჩნია რეპელენტური ეფექტი შინაური ფრინველის Raillietina-სა და Choanotaenia infundibulum-ზე.
  • პრეპარატს ასევე გააჩნია ლოკოკინების და შისტოსომოზის ( E. Schistosomiasis) განადგურების ეფექტი.

გამოყენების წესი  და დოზირება:

ცხვარი და თხა: 1 ბოლუსი15 კგ სხეულის წონაზე;

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ხბო: 1 ბოლუსი  20 კგ სხეულის წონაზე;

შინაური ფრინველი: 100-200 მგ/კგ სხეულის წონაზე  3 დღე საკვებთან ერთად.

ძაღლი: 1 ბოლუსი  10 კგ სხეულის წონაზე.

კატა: 1/3 ბოლუსი  3.3. კგ სხეულის წონაზე.

  • ბოლუსის მიღება უნდა მოხდეს ენის ქვეშ;
  • ღებინების პრევენციის მიზნით ბოლუსი შეიძლება დაიმსხვრეს და შეერიოს მცირე რაოდენობით საკვებს ძაღლების და კატებისთვის.
  • ნიკლასანი უსაფრთხოა მაკე ცხოველებში გამოსაყენებლად.
  • ნიკლასანი გამოიყენება  პარაზიტების  საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ლოდინის  პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხები და შინაური ფრინველები: 0 დღე

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (30 ◦C-ზე ქვევით), მოარიდეთ სინათლეს და ტენიანობას.

მოარიდეთ ბავშვებს.

შენახვის ვადა:3 წელი

გამოშვების ფორმა:  10 ბოლუსი ბლისტერზე.