ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ლჰ ნიტრ 34%
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
ნიტროქსინილი……………………………………..340მგ
შემავსებლები…………………………………………1მლ
ჩვენებები: ნიტროქსინილის ინექცია ნაჩვენებია ფასციოლიოზის სამკურნალოდ ( ფასციოლას ზრდასრული და ახალაზრდა ფორმებით გამოწვეული ინვაზიები) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხვარში. ის არის აგრეთვე ეფექტური რეკომენდირებული დოზის გამოყენებისას Haemonchus contortus-ის ზრდასრული ფორმებისა და ლარვების ინვაზიების წინააღმდეგ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხვარში და Haemonchus placei-ის, Oesophagostomum radiatum-სა და Bunostomum phlebotomum-ის ზრდასრული ფორმებისა და ლარვების ინვაზიების წინააღმდეგ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში.
გამოყენების წესი და დოზირება:
კანქვეშა ინექციის სახით.
სტანდარტული დოზირება მოიცავს 10მგ ნიტროქსინილს სხეულის წონის კგ-ზე.
ცხვარი: ინიშნება ქვემოთ მოცემული დოზის მიხედვით:
14-20კგ- 0.5მლ 41-55კგ- 1.5მლ
21-30კგ- 0.75მლ 56-75კგ -2.0მლ
31-40კგ -1.0მლ >75კგ -2.5მლ
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 1.5მლ სხეულის წონის 50კგ-ზე მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ინექციის ადგილას ხანდახან აღინიშნება მცირე შეშუპება. აღნიშნულის არიდება შესაძლებელია დოზის შეყვანით ორ სხვადასხვა ადგილას და კარგი მასაჟით ხსნარის დისპერსიის მიზნით.
უკუჩვენებები:
ნუ გამოიყენებთ ცხოველებში თუ ცნობილია რომ აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის მიმართ.
ნუ გამოიყენებთ ცხოველებში, რომლებიც იძლევიან რძეს ადამიანებისთვის.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დოზას.
დაყოვნების პერიოდი:
ხორცი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი-60 დღე
შენახვის პირობები:
შეინახეთ 250C ტემპერატურის ქვემოთ გრილ და მშრალ ადგილას და დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადილას.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე