დეტალური აღწერა

ლჰ გენტ სულფატი 4%

შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:

გენტამიცინის სულფატს…………………………………….40მგ
შემავსებლები………………………………………………………1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გენტამიცინი მიეკუთვნება  ამინოგლიკოზიდების ჯგუფს და აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება ძირითადად გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ E.coli, Klebsiella, Pasteurella, Salmonella spp. ბაქტერიოციდული მოქმედება ეფუძნება ბაქტერიული პროტეინის სინთეზის ინჰიბირებას.

ჩვენებები:

კუჭ-ნაწლავის და რესპირატორული ინფექციები, საშარდე სისტემის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინისადმი  მგრძნობიარე ბაქტერიებით; E.coli, Klebsiella, Pasteurella, Salmonella spp ხბოებში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, თხებში, ცხვარსა და ღორში.

გამოყენების წესი  და დოზირება: კუნთში გასაკეთებლად.

ორჯერ დღეში 1მლ სხეულის წონის 8-16კგ-ზე 3 დღის განმავლობაში

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის  მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა ან ნეფროტოქსიურობა.

დაყოვნების   პერიოდი:

ხორცი: 7 დღე

რძე: 3 დღე

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადილას, 250C ტემპერატურის ქვემოთ გრილ და მშრალ ადგილას და დაიცავით სინათლისგან.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე