დეტალური აღწერა

კლოტეანი (საინექციო სუსპენზია)
ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი

აქტიური ნივთიერება:
Imunoserum tetanicum equinum nativum (მინ. 300 საერთაშორისო ერთეული*)
ტეტანუსის ანატოქსინის მიმართ საწინააღმდეგო ანტისხეულების რაოდენობა საერთაშორისო ერთეულებში, რომლებიც განსაზღვრულია მეთოდით – ELIZA ცხენის ეტალონურ შრატთან მიმართებაში.

დამხმარე ნივთიერება:
ფენოლი                    მაქს. 0,5%

ჩვენებები:
ცხოველების პასიური იმუნიზაციის მიზნით ქირურგიული ოპერაციის, დაზიანებების და ა.შ. შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიული დანიშნულებით ტეტანუსის დაწყებისას.
ჭარბი დოზირებისა და განმეორებითი დოზის მიღების შემოწმება უსაფრთხოებაზე ჩატარდა მხოლოდ სამიზნე სახეობების ძაღლებსა და ცხენებზე.

უკუჩვენებები:
უცნობია

გვერდითი რეაქციები:
გამოყენების ადგილზე შეიძლება შეინიშნოს მსუბუქი შეშუპება, რომელიც ქრება სამ დღეში. განმეორებითი გამოყენების დროს შესაძლოა იშვიათად გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქცია.
ამ შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
რაიმე სერიოზული უარყოფითი მოქმედების ან სხვა რეაქციების შემთხვევაში, რომლებიც აღნიშნული არ არის მოცემულ ანოტაციაში, გთხოვთ, აცნობოთ ვეტერინარ ექიმს.

სამიზნე ცხოველები:
ცხენი, მხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა

დოზირება, მოხმარების და მიღების წესი:
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში ან ვენაში. დოზის დიდი მოცულობები უნდა იქნას დაყოფილი და გამოყენებული რამდენიმე ადგილას.

 დოზირება:
პროფილაქტიკური: ცხენი, მხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა:
4000-6000 საერთაშორისო ერთეული (13-20 მლ)
2000-3000 საერთაშორისო ერთეული (7-10 მლ)
თერაპიული: ცხენი, მხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა:
40000 საერთაშორისო ერთეული (140 მლ)
20000 საერთაშორისო ერთეული (70 მლ)

თერაპიული დანიშნულებით გამოყენება ხდება ყოველდღიურად 2-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დამოკიდებულია ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
პროფილაქტიკური დანიშნულებით გამოყენებისას, იმუნიტეტი გრძელდება 10-14 დღე.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
პრეპარატი გამოყენებამდე უნდა გაათბოთ სხეულის ტემპერატურაზე წყლის აბაზანაში.

ლოდინის პერიოდი:
არ გააჩნია

შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში 2-8 °C ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას.
დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისია პირველი გახსნის შემდეგ – 10 საათი.

მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ვეტერინარული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება მაკეობის პერიოდში დადგენილი არ არის.

შეფუთვა: 5×20 მლ