დეტალური აღწერა

კეპტიოფური
შემადგენლობა  (ყოველი 1 მლ-ის შემთხვევაში):
ცეფტიოფური (ჰიდროქლორიდის სახით)  – 50 მგ.
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი.
ჩვენება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

  • Mannheimia haemolytica-ს, Pasteurella multocida-ს და Haemophilus somnus-ის მიერ გამოწვეული სასუნთქი გზების ბაქტერიული დაავადებები;
  • Fusobacterium necrophorum-ის და Bacteroides melaninogenicus-ის (Porphyromonas asaccharolytica) მიერ გამოწვეული მწვავე ნეკრობაცილოზის და Escherichia coli-ს, Arcanobacterium pyogenes-ის და Fusobacterium necrophorum-ის მიერ გამოწვეული მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტი (ყველა მათგანი ხასიათდება მგრძნობელობით ცეფტიოფურის მიმართ).

პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით მკურნალობა უშედეგოა.
ღორები:

  • Pasteurella multocida-ს, Actinobacillus pleuropneumoniae-ს და Streptococcus suis-ის მიერ გამოწვეული სასუნთქი გზების ბაქტერიული დაავადებები.

გამოყენების წესი და დოზირება:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთგვაროვანი სუსპენზიის მისაღებად.
ღორების შემთხვევაში:
3 მგ ცეფტიოფური  –  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში (რაც ექვივალენტურია 1 მლ სუსპენზიისა ყოველ 16 კგ-ზე) კუნთშიდა ინექციის სახით, 3 დღის განმავლობაში.
მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში: 1 მგ ცეფტიოფური – სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში (რაც ექვივალენტურია 1 მლ სუსპენზიისა ყოველ 50 კგ-ზე) კანქვეშა ინექციის სახით, 3-5 დღის განმავლობაში.
არ შეიყვანოთ 13 მლ-ზე მეტი ოდენობის პრეპარატი თითო ადგილას მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, 4 მლ-ზე მეტი – ღორებში და 5 მლ-ზე მეტი – ხბოებში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქი რეაქცია ინექციის ადგილზე; შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:

  • პრეპარატი არ გამოიყენება ცეფალოსპორინების, სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
  • არ გამოიყენება ფრინველებში (მათ შორის კვერცხმდებელ ქათმებში) ანტიმიკრობული რეზისტენტობის ადამიანებზე გადაცემის რისკის გამო
  • არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ცხოველებში
  • არ გამოიყენება ტეტრაციკლინებთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან ან ლინკოზამიდებთან ერთად.

პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.
მაკეობა და ლაქტაცია:
ცეფტიოფურის რეპროდუქციული უსაფრთხოება მაკე ნეზვებსა და ძროხებში არ არის შესწავლილი.
ჭარბი დოზირება:
ღორებში ცეფტიოფურის ნატრიუმის გამოყენებასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად, გამოვლინდა დაბალი ტოქსიკურობა ინტრასმუკულარული ინექციის დროს 15 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, რეკომენდებულ დღიურ დოზაზე 8-ჯერ მეტი დოზით მიღების შემთხვევაში;
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში რეკომენდებული დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაშიც კი სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები არ გამოვლინდა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
პრეპარატი არ გამოიყენება ერთდროულად ტეტრაციკლინებთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან ან ლინკოზამიდებთან.
ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხორცი და სუბპროდუქტები – 6 დღე; რძე – 0 დღე;
ღორები: ხორცი და სუბპროდუქტები – 2 დღე.
შენახვის პირობები:
დაიცავით სინათლისგან;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.