ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კატის FCoV + FPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა

FCoV + FPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა
კატის კორონა ვირუსის ანტიგენის და კატის პანლეუკოპენიის ვირუსის ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის

გამოყენება: FCoV + FPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას კატის კორონა ვირუსის ანტიგენის და კატის პანლეუკოპენიის ვირუსის ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის კატის განავალში.

პრინციპი: სატესტო მოწყობილობას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარაზე წარმოდგენილია უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში წარმოდგენილია FCoV ან FPV ანტიგენები, ხილული T ხაზი გამოჩნდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც სწორ შედეგზე მიუთითებს. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს FCoV ან FPV ანტიგენის არსებობა ნიმუშში.
შენახვა და სტაბილობა: შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლა და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი შეფუთვიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

ხელმისაწვდომი მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით
● ჩხირები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე, გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში და ბუფერი ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. შეაგროვეთ განავალი ნაცხის ჩხირით ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა წარმოდგენილია შემდეგი სახით:

1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი

2. მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან სინჯარაში, რომელიც თან ახლავს ტესტ-სისტემას. დაატრიალეთ და შეანჯღრიეთ ნიმუში საკმარისი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 4 წვეთი (დაახლოებით 160 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეული ნიმუშის ფოსოში, შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგი 10 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი მკაფიოა თუ ბუნდოვანი.
უარყოფითი: ვლინდება მხოლოდ ნათელი C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.

შეზღუდვები:
FCoV + FPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. ზუსტი შედეგის მისაღებად, პრაქტიკაში საბოლოო განსაზღვრისთვის რეკომენდებულია სხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა PCR.