ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კატის შრატისმიერი ამილოიდი A-ს ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა

გამოყენება: კატის შრატისმიერი ამილოიდი A (fSAA) ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს სენდვიჩის ტიპის გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს  სისხლში და შრატში ან პლაზმაში კატის SAA ანტიგენის ნახევრად რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

პრინციპი: კატის შრატისმიერი ამილოიდი A (fSAA) ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა ეფუძნება გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს. ტესტ-კასეტას აქვს ტესტირების ფანჯარა. ტესტირების ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება ნიმუშის კასეტაზე არსებულ ფოსოზე, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში იქნება  SAA ანტიგენი, გამოჩნდება ხილული T ხაზი. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც შედეგის სისწორეზე მიუთითებს. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს ნიმუშში კატის SAA ანტიგენის არსებობა.

შენახვა და სტაბილობა: ინახება შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია დალუქულ პაკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:

• არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• ტენიანობა და ტემპერატურა შეიძლება უარყოფითად აისახოს შედეგებზე.
• გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

ხელმისაწვდომი მასალები:
● ტესტ-კასეტები
● პლასტმასის სინჯარები ბუფერის შემცველობით
● პიპეტები
● შეფუთვის ჩანართი
● ფერთა ბარათი

აუცილებელი მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული
● ტაიმერი
● ნიმუშის შესაგროვებელი კონტეინერი
● ცენტრიფუგა (პლაზმისათვის)

გამოყენების წესი:
ტესტის დაწყებამდ,ე გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. ნიმუშის აღება
აიღეთ კატის ახალი სისხლი, ან განაცალკევეთ შრატი ან პლაზმა სისხლიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად, ჰემოლიზის თავიდან ასაცილებლად. შრატისა და პლაზმის ნიმუშები შეიძლება შენახულ იქნას 2-8°C ტემპერატურაზე 3 დღემდე. ხანგრძლივი შენახვისთვის, შრატისა და პლაზმის ნიმუშები უნდა ინახებოდეს -20°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. მთლიანი სისხლი უნდა იქნას შენახული 2-8°C ტემპერატურაზე იმ შემთხვევაში, თუ ტესტი გამოიყენება ნიმუშის აღებიდან 2 დღის განმავლობაში. არ გაყინოთ მთლიანი სისხლის ნიმუშები.
2. ნიმუშის განზავება
დაიჭირეთ პატარა პიპეტი ვერტიკალურად, გადაიტანეთ სისხლის ნიმუში ან შრატი ან პლაზმა პიპეტში მონიშნულ დონემდე (დაახლოებით 5 μl), როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ, გადაიტანეთ ნიმუში ბუფერიან პლასტმასის სინჯარაში.
დახურეთ სინჯარა და შეანჯღრიეთ ხელით ნიმუში მძლავრად დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, ნიმუშისა და განზავების ბუფერის კარგად ასარევად.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ კიდევ ერთი პიპეტი ვერტიკალურად და გადაიტანეთ განზავებული ნიმუშის 2 წვეთი (დაახლოებით 80 μl) ტესტ-კასეტის ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგები 10 წუთში, T ხაზის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ ფერთა ბარათთან. არ გააკეთოთ შედეგების ინტერპრეტაცია 15 წუთის შემდეგ.

შედეგების ინტერპრეტაცია

„C“ ხაზის არსებობა მიუთითებს სწორ შედეგზე. წაიკითხეთ შედეგი „T“ ხაზის ფერის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ სტანდარტულ ფერთა ბარათთან.

  1. საცნობარო მაჩვენებელი: ნორმალური საცნობარო მაჩვენებელი: <2 მკგ/მლ;

შენიშვნა: რეკომენდებულია, რომ ყოველმა ლაბორატორიამ შექმნას თავისი საკუთარი საცნობარო დიაპაზონი

  1. fSAA ტესტის ჩატარება შესაძლებელია 0.5 მკგ/მლ-დან 200 მკგ/მლ-მდე;
  2. 2-10 მკგ/მლ fSAA კონცენტრაცია მიუთითებს მაღალ ან მსუბუქ ანთებაზე, ხოლო fSAA >10 მკგ/მლ მიუთითებს გამოხატულ ანთებაზე.
T ხაზის ინტენსიობა fSAA კონცენტრაცია აღწერა
G1 0.5 მკგ/მლ ინფექცია არ არის
G2 2 მკგ/მლ ზღვარი ნორმალურ და მსუბუქ ანთებას შორის
G3 10 მკგ/მლ ზღვარი მსუბუქ და გამოხატულ ანთებას შორის
G4 80 მკგ/მლ გამოხატული ანთება
G5 200 მკგ/მლ

დადებითი: როგორც „C“ ხაზის, ასევე ზონის „T“ ხაზის არსებობა. T ხაზი G3 – G5 შორის ითვლება დადებითად.

უარყოფითი: როგორც „C“ ხაზის, ასევე და ზონის „T“ ხაზის არსებობა. T ხაზი G1-ზე ან G2-ზე განიხილება, როგორც უარყოფითი.

არასწორი: C ზონაში ფერადი ხაზი არ ჩანს, მიუხედავად T ხაზის გამოვლენისა.

შეზღუდვები

SAA წარმოდგენილია დაბალი კონცენტრაციით ჯანმრთელ კატებში; თუმცა ანთებითი სტიმულაციისას სწრაფად იზრდება (3-6 სთ) და მას შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ კონცენტრაციას დაახლოებით 24-48 საათის შემდეგ.

SAA დონეები კატებში ანთებითი დაავადებებით, როგორიცაა კატის ინფექციური პერიტონიტი (FIP), მწვავე პანკრეატიტი, სიმსივნე, ჰიპერთიროიდიზმი, კატის ურეთრის დაავადება, დიაბეტი და ქსოვილის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა და პოსტოპერაციული ტრავმა, ჩვეულებრივ მნიშვნელოვნად იზრდება.