ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ფენბენდაზოლი – 37,5 მგ

პირანტელის ემბონატი – 36,0 მგ

პრაზიკვანტელი – 12, 5 მგ.

სამიზნე ცხოველები:  ძაღლი და კატა

ჩვენება:

ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი,  ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.

ცესტოდები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კანივერმი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლის და კატის ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

ცხოველს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ძალდატანებით (ენის ძირზე დადებით ან შპრიცით სუსპენზიის სახით).

პრეპარატი ცხოველებს ეძლევა ცოცხალი მასის მიხედვით:

2 კგ­მდე – 1/4 ტაბლეტი

2­დან 5 კგ­მდე – 1/2 ტაბლეტი

5­დან 10 კგ­მდე – 1 ტაბლეტი

10­დან 20 კგ­მდე – 2 ტაბლეტი

20­დან 30 კგ­მდე – 3 ტაბლეტი

30­დან 40 კგ­მდე – 4 ტაბლეტი

40 კგ­ის ზევით – 5 ტაბლეტი

სამკურნალო მიზნით პრეპარატი ეძლევა საჭიროების მიხედვით.

პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი ეძლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ.

ლეკვების დეჰელმინთიზაცია ტარდება ექვსი კვირის ასაკიდან.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკეობის პერიოდში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 100*1ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.