დეტალური აღწერა

იოდოუტერი 100 მგ/მლ

საშვილოსნოსშიდა ხსნარი

შემადგენლობა – 1 მლ:

აქტიური ნივთიერება:

პოვიდონ-იოდი (10%)                    100 მგ

დამხმარე ნივთიერებები.

ჩვენება:

საშოს დაბინძურება შარდით (უროვაგინა), საშოსა და საშოს ვესტიბულის ანთება (ვაგინიტი, ვესტიბულიტი), საშვილოსნოს ყელის ანთება (ცერვიციტი), საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთება (ენდომეტრიტი) გამოწვეული მწვავე და ქვემწვავე ინფექციებით, ტრიქომონით გამოწვეული ინფექცია, ვაგინალური დაზიანება, საშვილოსნოს არასაკმარისი შეკუმშვა მოგების  შემდეგ (საშვილოსნოს ატონია მოგების შემდეგ), ლოქიომეტრა, პლაცენტის შეკავება (retentio secundarium), პიომეტრა.

სამიზნე სახეობები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი.

დოზირება თითოეულ სამიზნე სახეობაზე, გამოყენების გზა და მეთოდი

საშვილოსნოსშიდა შეყვანა კათეტერის (არ შედის ორიგინალ შეფუთვაში) და 50-დან 150 მლ ხსნარის საზომი ინჟექტორის გამოყენებით, საშვილოსნოს მოცულობის მიხედვით.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

  • ენდომეტრიტი, ტრიქომონიაზი – 1 პაკეტი (150 მლ). სტერილობის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მეტესტრუსში ან დიესტრუსში. I ხარისხის ენდომეტრიტის შემთხვევაში, შესაძლებელია რეკომენდაცია გაეწიოს 12 საათით ადრე გამორეცხვას დათესვლამდე. ცერვიციტს, ვაგინიტს და ვულვიტს მკურნალობენ გამორეცხვით ან ხსნარით გაჟღენთილი ტამპონების გამოყენებით (ტამპონების ამოღება ხდება მკურნალობის შემდეგ).
  • უროვაგინა: ურატების დაგროვება უნდა აღმოიფხვრას მასაჟით და შემდეგ უნდა შეიყვანოთ 1 პაკეტი, ანუ 150 მლ საშოში, შესაძლოა საშვილოსნოსშიდა ღრუში.
  • საშვილოსნოს ატონია და პიომეტრა: ტარდება საშვილოსნოს გამორეცხვა, ხსნარის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ხსნარის საშვილოსნოდან გადინება.
  • პლაცენტის შეკავება: პრეპარატის შეყვანის შემდეგ ვითარდება საშვილოსნოს შეკუმშვა და სისხლდენა ჩერდება, პლაცენტა უფრო უხეში კონსისტენციისაა და შესაძლებელია მისი ადვილად მკურნალობა.

შემდგომი მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს იგივე დოზით, გამოყენებამდე აუცილებელია პრეპარატის შენჯღრევა.

ღორები

  • გამორეცხვა უნდა ჩატარდეს 150 მლ პრეპარატით, შესაძლოა მეტი რაოდენობითაც საშვილოსნოს ფიზიოლოგიური მოცულობის მიხედვით. თერაპიული გამორეცხვა უნდა ჩატარდეს მშობიარობიდან 12 საათის შემდეგ.
  • სტერილობა ქვემწვავე ინფექციის შედეგად – 300 მლ პრეპარატის შეყვანა. შემდგომი მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს იმავე დოზით.

გვერდითი რეაქციები:

ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებში არსებობს ალერგიული რეაქციების (წვა, გაღიზიანება და ა.შ.) განვითარების ალბათობა. მას ძალიან იშვიათად შეუძლია გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა იოდის მიმართ, ჰიპერთიროიდიზმი და ფარისებრი ჯირკვლის სხვა დარღვევები, მაკეობა.

ლოდინის პერიოდი

არ არის ლოდინის პერიოდი.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაიცავით სინათლისგან.

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 18 თვე. არ გამოიყენოთ ეტიკეტსა და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს პირველად გახსნისთანავე.

შეფუთვა: 1×150მლ.