დეტალური აღწერა

ვიტა ე სელენი

შემადგენლობა: 1 მლ  საინექციო ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი 25 მგ
ნატრიუმის სელენიტი 2.2 მგ (ექვივალენტურია 1 მგ სელენი).

ჩვენებები: E ვიტამინის და სელენის დეფიციტთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა პირუტყვის კუნთოვანი დისტროფია, დადებითი ეფექტი აქვს ძროხების რეპროდუქციაზე.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვი (ხბო, ახალგაზრდა პირუტყვი, ძროხა), ბატკანი, გოჭი.

გამოყენების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა კეთდება კისრის კუნთში.

ცხოველების სახეობები პროფილაქტიკური დოზა სამკურნალო დოზა
3 კვირამდე ასაკის ბატკანი 1 მლ 2 მლ
3 კვირაზე მეტი ასაკის ბატკანი 2 მლ 4 მლ
ხბო, ახალგზარდა პირუტყვი 10 მლ / 100 კგ ცოცხალი წონა 20 მლ/100 კგ ცოცხალი წონა
გოჭი 1 მლ/10 კგ ცოცხალი წონა 2 მლ/10 კგ ცოცხალი წონა
ძროხა (მოგებამდე 3 კვირით ადრე ) 20 მლ

დიდი მოცულობის დოზის შემთხევაში ინექცია კეთდება რამდენიმე ადგილას.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:
ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილზე ხბოებში.

ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხბო, ძროხა), ბატკანი და გოჭი:
ხორცი 30 დღე;
რძე: 0 დღე.

შენახვის  პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 °C ტემპერატურამდე. არ გაყინოთ, მოარიდეთ სინათლეს.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
ფლაკონის  გახსნის შემდეგ 28 დღე

გამოშვების ფორმა: 1 x 50 მლ.