დეტალური აღწერა

ვეტბიცინ-5

სამკურნალო ფორმა:

საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი. 

შემადგენლობა:

ვეტბიცინ-5 მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს ორი ანტიბიოტიკის ნარევს: 1 200 000 ერთეულ ბენზილპენიცილინის ბენზატინს, და 300 000 ერთეულ პროკაინის ბენზილპენიცილინს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვეტბიცინი-5 კომპლექსური ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ორ ბიოსინთეზურ პენიცილინს, აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების, მათ შორის, Staphylococcus spp., Streptococcus pheumoniae, Corynebacterium diphthetiae, ანაერობული სპორების წარმომქმნელი ჩხირების, Bacillus anthracis და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, მათ შორის Neisseria meningitides, Actinomyces israelii, ასევე Treponema spp.  წინააღმდეგ.

მიღების გზა და დოზა:

ვეტბიცინ-5-ს უნიშნავენ ცხოველებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ფრინველებს ბაქტერიული ეტიოლოგიის დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები იწვევს. 

გამოყენების წინ, ნემსით ხვრეტენ პრეპარატ ვეტბიცინ-5-ის ფლაკონის თავსახურსა და საცობს და ფლაკონში ასხამენ 5-6 მლ საინექციო წყალს (ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან სტერილურ ხსნარს, ან პროკაინის 1-2%-იან სტერილურ ხსნარს), ფლაკონს  ანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის წარმოქმნამდე, რომელიც მომზადებისთანავე უკეთებენ ცხოველს ღრმად კუნთში. მიღებული სუსპენზია შეჰყავთ ცხოველის კუნთში შემდეგი ერთჯერადი დოზებით:

 

მსხვილფეხა რქოსანი საქონელი 10 000-15 000 ერთ/კგ ცხოველის მასის
ცხენები  10 000-20 000 ერთ/კგ ცხოველის მასის
წვრილფეხა რქოსანი საქონელი 15 000-20 000 ერთ/კგ ცხოველის მასის
ღორები 10 000-20 000 ერთ/კგ ცხოველის მასის
ბეწვიანი ცხოველები 50 000-60 000 ერთ/ცხოველი
ბოცვრები 40 000-50 000 ერთ/ცხოველი
ინდაურები, ბატები, იხვები 100 000 ერთ/კგ ცხოველის მასის

 

საჭიროების შემთხვევაში ვეტბიცინი-5 გამოიყენება განმეორებით 7-10 დღის შემდეგ. 

უკუჩვენება:

პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკებისა და პროკაინის მიმართ ცხოველების მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. 

გვერდითი მოვლენები:

სამკურნალო საშუალების ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება. 

ლოდინის პერიოდი:

ხორცი:21 დღე

რძე:14 დღე

შენახვის პირობები:

მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას, 0°C-250C ტემპერატურის პირობებში. 

შენახვის ვადა:

3 წელი.

გამოშვების ფორმა:

1 500 000 სე საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მოთავსებული 10მლ მოცულობის ნეიტრალური მინის ფლაკონში, ჰერმეტულად დახურული რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით.