ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ვეტბიცინი-3
სამკურნალო ფორმა: საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი.
შემადგენლობა: ვეტბიცინ-3 მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს სამი ანტიბიოტიკის ნარევს: 1 200 000 ერთეულის დოზირებისთვის: 400 000 ერთეულ ბენზილპენიცილინის ბენზატინს, 400 000 ერთეულ ბენზილპენიცილინის ნატრიუმის მარილს და 400 000 ერთეულ პროკაინის ბენზილპენიცილინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვეტბიცინ-3 კომპლექსური ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც შეიცავს სამ ბიოსინთეზურ პენიცილინს, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი უპირატესად გრამდადებითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, პნევმოკოკების, დიპლოკოკების, სპიროქეტების, ციმბირის წყლულის ჩხირის, კორინებაქტერიების ჩათვლით; არ მოქმედებს ანაერობულ ბაქტერიებზე, მიკობაქტერიებზე, სოკოებზე, ვირუსებსა და რიკეტსიებზე.
მიღების გზა და დოზა: ვეტბიცინ-3-ს უნიშნავენ ცხოველებს და ფრინველებს პასტერელოზის, ბრონქოპნევმონიის, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების, ნეკრობაქტერიოზის, სტრეპტოკოკოზის, აქტინომიკოზის, ემფიზემატოზური კარბუნკულის, ასევე სხვა პირველადი და მეორადი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარე გამომწვევები იწვევს.
გამოყენების წინ, ნემსით ხვრეტენ პრეპარატ ვეტბიცინ-3-ის ფლაკონის თავსახურსა და საცობს და ფლაკონში ასხამენ 5-6 მლ საინექციო წყალს (ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან სტერილურ ხსნარს, ან პროკაინის 1-2%-იან სტერილურ ხსნარს), ფლაკონს ანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის წარმოქმნამდე, რომელიც მომზადებისთანავე უკეთებენ ცხოველს ღრმად კუნთში.
მიღებული სუსპენზია შეჰყავთ ცხოველის კუნთში შემდეგი ერთჯერადი დოზებით:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | 10 000-15 000 ერთ/კგ სხეულის მასის |
ცხენები | 10 000-15 000 ერთ/კგ სხეულის მასის |
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი | 15 000-20 000 ერთ/კგ სხეულის მასის |
ღორები | 10 000-20 000 ერთ/კგ ცხოველის მასის |
ეწვიანი ცხოველები | 50 000-60 000 ერთ/ცხოველი |
ბოცვრები | 10 000-15 000 ერთ/ცხოველი |
ინდაურები, ბატები, იხვები | 100 000 ერთ/კგ ცხოველის მასის |
საჭიროების შემთხვევაში ვეტბიცინი-3 გამოიყენება განმეორებით 3-4 დღის შემდეგ.
უკუჩვენება: პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკებისა და პროკაინის მიმართ ცხოველების მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები: სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ინსტრუქციის შესაბამისად, გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი:14 დღე
რძე:10 დღე
შენახვის პირობები: მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას, 0°C-250C ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 1 200 000 ს.ე. საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მოთავსებული 10სმ3 მოცულობის მინის ფლაკონში, რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით