დეტალური აღწერა

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

ქლოპროსტენოლუმი – 0,25 მგ

ქლოროკრეზოლი – 1 მგ

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი და ღორი

ჩვენება:

  • საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის ნორმალიზება
  • მშობიარობის ფუნქციის დარღვევის ნორმალიზება
  • ემბრიონის პათოლოგიური განვითარების შეჩერება
  • ფსევდო­მაკეობის შეწყვეტა
  • ქრონიკული ენდომეტრიტის და ფოლიკულური კისტების კომბინირებული თერაპია
  • ესტროფანი აგრეთვე გამოიყენება ახურების სინქრონიზაციისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

  • მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პრეპარატი შეიყვანება კუნთში და ლორწოვანი გარსის ქვეშ ნახევარი დოზის გამოყენებით
  • ღორში და ცხენში პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
  • ახურების სინქრონიზების მიზნით პრეპარატის 2–2 მლ შეჰყავთ ორჯერადად 10 დღის ინტერვალით. მეორე ინექცია უნდა მოხდეს პირველიდან მე­11 დღეს
  • მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს დაავადების დროს პირველი ინექცია 2 მლ. განმეორებითი ინექცია იგივე დოზით მე­11 დღეს, ინსემინაცია მე­14 დღეს, ხელახალი ინსემინაცია მე­15 დღეს;
  • მაკეობის შეწყვეტის დროს – 2 მლ.
  • ღორი – 0,7 მლ ერთჯერადად მაკეობის 111­ე დღიდან.
  • ცხენი – 1,0 მლ ერთჯერადად, ახურებიდან 5–13 დღის პერიოდში (ოპტიმალური პერიოდი 4–6 დღე).

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია.

უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკე ცხოველებში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასურველია მშობიარობის შეწყვეტა.

ლოდინის პერიოდი: ხორცი 24 საათი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C­ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვის ფორმა: 10×2 მლ.