ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
სამკურნალო ფორმა: საშვილოსნოს შიდა გამოყენების ხსნარი.
1 მლ ენდომეტრამაგ-K® მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს: 3 მგ გენტამიცინის სულფატს, 90000 ს/ე კოლისტინისსულფატს, 15 მგ პროპანოლოლის ჰიდროქლორატს, ასევე, დამხმარე ნივთიერებებს პროპილენგლიკოლს, მეთილცელულოზას, ტრილონს და საინექციო წყალს.
გარეგნულად პრეპარატი არის მომწვანო-მოყვითალო ფერის ოდნავ ოპალესცირებდი სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ენდომეტრამაგ-K® განეკუთვნება ვეტერინალური გამოყენების კომბინირებულ ანტიმიკრობულ პრეპარატებს.
ენდომეტრამაგ-K® ბაქტერიოციდულ მოქმედებას ახდენს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, მათ შორის პროტეებზე, ეშერიხიებზე, სალმონელებზე, სტაფილოკოკებზე, ბორდეტელებზე, კლებსიელებზე, ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირებზე და სხვა.
გენტამიცინის სულფატს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. ის აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის მიმართ, მათ შორის არის Proteus spp., Escherichia coli, Salmonella spp. და Staphylococcus spp. ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ანაერობულ ბაქტერიებზე, სოკოებზე, ვირუსებსა და უმარტივესებზე.
კოლისტინის სულფატი, რომელიც სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შედის, აქტიურია მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ, მათ შორის არის: E. coli, Pseudomonas aerugonosa, Klebsiella pneumoniae, Salmonella spp. Sgigella spp., Aerobacter aerogenes, Corynebacterium spp., Clostridium spp., Pasteurella spp., Bacteroides pp., Erysipelothrix spp. გრამდადებითი აერობები მდგრადია კოლისტინის მიმართ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი პროპანოლოლი აძლიერებს საშვილოსნოს მიომეტრიუმის კუმშვის უნარს, რაც ხელს უწყობს მომყოლის უფრო სწრაფ ჩამოცილებას, ხოლო ენდომეტრიტის დრო – საშვილოსნოდან ჩირქოვანი შიგთავსის გამოტანას.
პრეპარატის კომპონენტები ცუდად შეიწოვება საშვილოსნოს გარსით, რაც თავიდან გვაცილებს მათ დაგროვებას მეცხოველეობის პროდუქტებსა და რძეში.
გამოყენების წესი: ენდომეტრამაგ-K® გამოიყენება ძროხებში ენდომეტრიტის სამკურნალოდ და მშობიარობის შემდგომი სამეანო დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
პრეპარატის შეტანის წინ ხდება გარე სასქესო ორგანოების სანიტარული დამუშავება. აუცილებლობის შემთხვევაში საშვილოსნოს ათავისუფლებენ ანთებითი ექსუდატისგან.
ენდომეტრიტის სამკურნალოდ 24-48 საათი ინტერვალებით საშვილოსნოში ჟანეს შპრიცით შეაქვთ პრეპარატი 50-150 მლ დოზით, კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე. მკურნალობის კურსი 3-5 შეტანისგან შედგება. ქრონიკული და სუბკლინიკური ენდომეტრიტების მკურნალობისთვის სამკურნალო პრეპარატის შეტანამდე საჭიროა 1,5-2 წუთის განმავლობაში საშვილოსნოს რექტალური მასაჟის ჩატარება.
მშობიარობის შემდგომი სამეანო დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მომყოლის მოცილების, აბორტების ან გართულებულ და პათოლოგიურ მშობიარობაში დახმარების შემდეგ პრეპარატი ჟანეს შპრიცით ერთჯერადად შეაქვთ საშვილოსნოში 50-150 მლ დოზით.
გვერდითი მოვლენები: ენდომეტრამაგ-K®-ს, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, როგორც წესი, არა აქვს გვერდითი მოვლენები და გართულებები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება წყდება და ცხოველს უნიშნავენ ანტიჰისტამინურ და სიმპტომატურ პრეპარატებს.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია არაუადრეს, ვიდრე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 4 დღის შემდეგ. იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც იძულებით იქნა დაკლული აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, თერმული დამუშავების შემდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბეწვიანი ნადირების საკვებად.
აკრძალულია მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის ბოლო შეტანის შემდეგ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მიღებული რძის გამოყენება საკვები მიზნებისთვის.
ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს 2 წელს დამზადების დღიდან.
შენახვის პირობები: პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ საფუთავში მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
დაფასოება: 0,5 და 1 ლ შესაბამისი ტევადობის პოლიეთილენის კანისტრებში, რომლებსაც თავი დაცობილი აქვს პლასტმასის ჩასახრახნი სახურავებით და პირველი გახსნის საკონტროლო რგოლით.

