დეტალური აღწერა

აღწერა: უფერო, უსუნო, მომწარო-მლაშე გემოს, გამჭვირვალე, ადვილად აქროლადი კრისტალები, წყალში ადვილად ხსნადი.

გამოყენება: გამოიყენება როგორც საფაღარათო, ნაღველმდენი, დეტოქსიკატორი და ანტიდოტი მეტალების მარილებით მოწამვლისას (განსაკუთრებით სპილენძის, ბარიუმის, ვერცხლისწყლის, თუთიის და სხვა).

მცირე დოზებით (მსხვ.რქ.პირუტყვი, ცხენი 0,5 გრ/კგ წონაზე; ღორი, ცხვარი 0,3 გრ/კგ; ძაღლი, კატა 1,0გრ/კგ 1-2% ხსნარის სახით) გამოიყენება მადის მოსამატებლად და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისთვის. 1% ხსნარის სახით გამოიყენებენ წინაკუჭების ჰიპოტონიის და ატონიის დროს კუჭის ზონდით ფაშვის გამორეცხვის გზით.

დიდ დოზებში (მსხვ.რქ.პირუტყვი, ცხენი 1,0 გრ/კგ წონაზე; ღორი, ცხვარი 0,5 გრ/კგ; ძაღლი, კატა 1,5გრ/კგ 6% ხსნარის სახით) გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება შეკრულობის, ნაწლავების გადავსების და მეტეორიზმის დროს.

გარეგანად გამოიყენება 10% ჰიპერტონული ხსნარის სახით ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: პოლიეთილენის პაკეტები 100, 200, 400 გრ და 1კგ.

ტომრები-10კგ.

შენახვის პირობები: ინახება დახურულ ტარაში.