ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ბოტუდოლი
შემადგენლობა: ტოქსოიდური ვაქცინა, რომელიც დამზადებულია C ტიპის Cl. botulinum და D ტიპის Cl. botulinum შტამებისგან, რომელიც ინაქტივირებულია ფორმოლით და ადსორბირდება ალუმინის ჰიდროქსიდში, ფენოლი წარმოადგენს საკონსერვაციო მასალას.
ჩვენებები: ვაქცინა გამოიყენება პირუტყვის დასაცავად ბოტულიზმის წინააღმდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება:
ვაქცინის შეყვანა ხდება კანქვეშ, ბეჭის უკან უძრავ არეალში. ვაქცინის დოზა შეადგენს 2.5 მლ., პირველი ვაქცინაციის შემდეგ ცხოველების განმეორებით ვაქცინაცია უნდა მოხდეს 14 დღეში. იმუნიტეტის მაღალი დონის შესანარჩუნებლად ერთჯერადი დოზით ვაქცინაცია უნდა მოხდეს ყოველწლიურად, დადგენილი ვაქცინაციის სქემის შესაბამისად. როდესაც მაღალია დაავადების რისკი, ერთჯერადი დოზით ვაქცინაცია რეკომენდებულია 6 თვის შემდეგ.
ვაქცინაციის პროგრამა
ცხოველის სახეობა | ვაქცინის მიღების ზონა | ვაქცინის დოზა და ვაქცინაციის პერიოდი | ||
1-ლი ვაქცინაცია | მე-2 ვაქცინაცია | წლიური პერიოდული ვაქცინაცია | ||
მსხვილფეხა საქონელი | ბეჭის უკან უძრავი არეალი | 2,5 მლ | 2,5 მლ | 2,5 მლ |
ვაქცინის ფლაკონები უნდა შეინჯღრეს ძლიერად და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის ბოლომდე. თითოეული გახსნილი ვაქცინის ფლაკონის გამოყენება უნდა მოხდეს იმავე დღეს. ვაქცინაციისთვის გამზადებული ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი. ვაქცინის მიღებისას გასათვალისწინებელია ასეპტიკა და ანტისეპტიკა.
უკუჩვენებები: მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ინფიცირებულ ან ინკუბაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მიღებას არ მოაქვს ზიანი მაკე ცხოველებისთვის, რეკომენდებული არ არის მისი მიღება მაკე ცხოველებში ორსულობის ბოლო 1/3 ტრიმესტრში.
გვერდითი მოვლენები:
კვანძები, რომელთა ზომა მერყეობს თხილის ზომიდან კაკლის ზომამდე და რომლებიც გვხვდება ვაქცინის შეყვანის არეალში და შემდგომ ქრება, ვაქცინის ნორმალურ რეაქციას წარმოადგენენ.
დაყოვნების პერიოდი: შეადგენს ვაქცინაციიდან მინიმუმ 28 დღეს.
შენახვის პირობები: +2-+80 C ტემპერატურაზე და სიბნელეში.
გამოშვების ფორმა: 50მ მლ (20 დოზა) ყუთში/უყუთოდ II ტიპის მინის ფლაკონი ან 50 მლ (20 დოზა) ყუთში/უყუთოდ პლასტმასის ფლაკონებში პოლისტიროლის ყუთებში.