ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
ყველა ცხოველი | ძაღლი | კატა | მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | ცხენი | ღორი
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი
შემადგენლობა: 1 ფლაკონი შეიცავს:
სტერილური ბენზატინ ბენზილპენიცილინი – 200000 სე
სტერილური ბენზილპენიცილინის ნატრიუმის მარილს – 200000 სე
სტერილური ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილს – 200000 სე
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვრი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა და ბოცვერი
ჩვენება:
- ნეკრობაქტერიოზი
- პასტერელოზი
- პნევმონია
- მასტიტი
- დაინფიცირებული ჭრილობა
- ოტიტი
- სეპტიცემია
- ფლეგმონა
- აქტინომიკოზი
- ემფიზემატოზური კარბუნკული
- სტრეპტოკოკური სეპტიცემია
- ინფექციური სტომატიტი
- რინიტი
- ძაღლის ჭირი
- ღორების წითელი ქარი
- შარდსადენი გზების დაავადებები
- ცხენის აბსცესი
- სტაქიობოტრიოტოქსიკოზი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ლისტერია, ერიზიპელოტრიქსი, კორინობაქტერია, აქტინომიცეტები, კლოსტრიდიები, სპიროქეტები, ტრეპონემა, ბორელია, ლეპტოსპირა.
გრამუარყოფითი ბაქტერიებიდან ბიცინოვეტ–3ის მიმართ მგრძნობიარეა Pasteurella multotsida.
მიღების წესი და დოზირება:
შეიყვანება კუნთში ერთხელ 5–6 დღეღამეში.
საინექციო სუსპენზია მზადდება სტერილურად უშუალოდ გამოყენების წინ.
ფხვნილს პირდაპირ ფლაკონში ამატებენ იზოტონური ხსნარის ან საინექციო წყლის 5–6 მლს ან ნოვოკაინის 0,25–0,5% ხსნარს.
ხსნარის დამატების შემდეგ ფლაკონი აუცილებლად უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე.
დოზები:
| ცხოველის სახეობა | ათასი ერთეული სხეულის ცოცხალი მასის 1 კგზე | |
| ზრდასრული ცხოველი | მოზარდი | |
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ცხვარი, თხა
ღორი ცხენი ძაღლი, კატა, მელია |
10
15 10 10 40 |
15
20 20 12 60 |
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: ხორცი 14 დღე, რძე 7 დღე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: შუშის მცირე ფლაკონი. ერთ ფლაკონში 600000 მ.ე.

