ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.
გამოშვების ფორმა: თეთრი ფერის ზეთის მაგვარი სითხე. მოქმედი ნივთიერება ტაუ-ფლუვალინატი 24%.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს აკარიციდული მოქმედება.
დოზები და გამოყენების წესი: გამოიყენება გაზაფხულზე (პირველი ხილვის შემდეგ) და შემოდგომაზე (თაფლის გამოწურვის შემდეგ). 1მლ პრეპარატი იხსნება 1 ლ თბილ წყალში (35-400C) ერთგვაროვანი უფერო ემულსიის მიღებამდე. ასხურებენ (10 მლ. ერთ ჩარჩოზე) ფუტკარს, ჩარჩოებს შორის, წვრილი ნაკადით, ორჯერადად 7 დღის ინტერვალით.
საგანგებო მითითება: დამუშავება უნდა შეწყდეს ღალიანობამდე 14 დღით ადრე.
არ შეიძლება 4-5 ჩარჩოიანი ფუტკრის ოჯახების დამუშავება.
დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.
შეფუთვა: შუშის ამპულა 1მლ (10 დოზა) და 0,5 მლ (5 დოზა).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, 0+250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.

