ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა:

აპისტანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტაუ-ფლუვალინატს (824 მგ)

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტაუ-ფლუვალინატს ახასიათებს აკარაციდული მოქმედება ზრდასრული varroa destructor ტკიპის წინააღმდეგ ის აზიანებს ტკიპის ნერვულ  უჯრედებს რის შედეგადაც ტკიპა წყვეტს არსებობას.

გამოყენების წესი და დოზირება:
გამოყენების ეფექტური პერიოდია გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა (თაფლის გამოწურვის შემდეგ). დასაშვებია აპისტანის გამოყენება წლის ნებისმიერ დროს.
მაღალ ეფექტიანობას პრეპარატი აღწევს 6 კვირის მანძილზე.
ფირფიტები თავსდება სკის ცენტრში  ბარტყიანი ჩარჩოებს შორის ზედა თამასაზე, 10-12 ჩარჩოზე სკაში იკიდება 2 ფირფიტა, მე 3-4 და 10-12 ჩარჩოებს შორის.
პატარა (6 ჩარჩომდე), გამოსაზამთრებელ ოჯახში, ნაყარში და ნუკლეუსში საკმარისია ერთი ფირფიტა, რომელიც თავსდება ბარტყიანი ჩარჩოების ცენტრში.
ფირფიტას აქვს დასაკიდი მარყუჟი, რომელიც იკიდება ჩარჩოების ზედა თამასაზე.

საგანგებო მითითება:
არ გამოიყენება  სხვა სამკურნალო პრეპარატთან ერთად.

ლოდინის პერიოდი:პრეპარატის ხანგძლივი გამოყენება არ იწვევს თაფლში დალექვას.

შეფუთვა:
ქაღალდის შეფუთვაში მოთავსებულია 10  პოლივინილქლორიდის ფირფიტა.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილზე 50C +150C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:3 წელი