ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა ღია ყვითლიდან ყვითლამდე ფერის გამჭვირვალე ხსნარი
შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შედის მოქმედი ნივთიერებები:
ციფლუტრინი – 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნავთობის სოლვენტი, ეუთანოლ G, ვაზელინის ზეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის აქვს კონტაქტური ინსექტიციდური და რეპელენტური მოქმედება მწერების: ზოოფილური ბუზების (Haematobia irritans, Haematobia stimulans, Liperosia (Haematobia) titillans, Stomoxys calcitrans, Musca autumnalis, Musca domestica), ბუზანკლების (Tabanidae), კოღოების (Culicidae), ქინქლების (Simuliidae), ოფების (Ceratopogonidae), ასევე ბორების (ზრდასრული მწერებისა და კვერცხების: Hypodermmatidae) წინააღმდეგ. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ციფლუტრინი არის სინთეტური პირეტროიდი, რომლის მოქმედების მექანიზმია ნერვული იმპულსების გადაცემის დაბლოკვა, რაც იწვევს მწერების მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, დამბლას და განადგურებას.
კანზე დატანის შემდეგ პრეპარატი თანაბრად ნაწილდება სხეულის მთელ ზედაპირზე, მცირე რაოდენობით შეიწოვება კანში, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ინსექტიციდურ და რეპელენტურ მოქმედებას.
გამოყენება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცვა სისხლისმწოველი მწერებისგან (Haematobia irritans, Haematobia stimulans, Musca autumnalis, Stomoxys calcitrans), ბუზანკლებისგან (Tabanidae), ბორებისგან (Hypodermmatidae), კოღოებისგან (Culicidae), ქინქლებისგან (Simuliidae) საძოვრებზე ყოფნის პერიოდში.
დოზირება: გარეგანი გამოყენების. პრეპარატი დოზატორის დახმარებით დააქვთ ცხოველის კანზე ხერხემლის გასწვრივ, თითოეულ ცხოველზე (სხეულის მასის 500 კგ-ზე) 10 მლ-ის ოდენობით, რაც სხეულის მასის 1 კგ-ზე 0,2 მგ ციფლუტრინის ექვივალენტურია. ცხოველებს ამუშავებენ საძოვრებზე გაყვანის პერიოდში, 4-6 კვირაში ერთხელ, მწერების სიმრავლიდან გამომდინარე. მეწველ ძროხებს ამუშავებენ მოწველის შემდეგ.
უკუჩვენებები: არ დაამუშაოთ ხბოები!
გამოშვების ფორმა: 10, 200 და 500 მლ ტევადობის პოლიმერული ფლაკონები
შენახვა: მშრალი, ბნელი, ბავშვებისთვის მიუწვდომელი ადგილი, არანაკლებ 8°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.