დეტალური აღწერა

ამიტრაზ 12.5 %

შემადგენლობა:აქტიური ნივთიერება

ამიტრაზი – 125 მგ

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ღორი.

ჩვენებები:

ტკიპებთან, ტილებთან, მუნთან და რწყილებთან ბრძოლა და მათი კონტროლი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვრსა და ღორში.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ტკიპების, ქეცის ტკიპების და ტილების მკურნალობა და კონტროლი.

ცხვარი: ტკიპების და ქეცის ტკიპების მკურნალობა და კონტროლი და ტილების და ცხვრის ბუზარას მკურნალობა.

ღორი: მუნის და ტილების მკურნალობა და კონტროლი.

მიღება და დოზირება:

გარეგანი გამოყენება: შესხურებით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ღორში,  შესხურებით ან დაწვეთებით ცხვარში.

დოზირება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 2 მლ ყოველ 1 ლ წყალზე. გაიმეორეთ 7-10 დღის შემდეგ.

ცხვარი: 2 მლ ყოველ 1 ლ წყალზე. გაიმეორეთ 14 დღის შემდეგ.

ღორი: 4 მლ ყოველ 1 ლ წყალზე. გაიმეორეთ 7-10 დღის შემდეგ.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებში.

არ გამოიყენოთ ცხვარში, რომელიც იძლევა რძეს ადამიანთა მოხმარების მიზნით.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ლოდინის პერიოდი:

რძე: 4 დღე

ხორცი და სუბპროდუქტები: 4 დღე

შენახვის პირობები: 250-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.

შეინახეთ ორიგინალ კონტეინერში მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:36 თვე