Detailed description
მწარმოებელი: „ბიოვეტა ა.ს.“, ჩეხეთი
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ფეენბენდაზოლი – 150 მგ
პირანტელ ემბონატი – 144 მგ
პრაზიკვანტელს – 50 მგ.
სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა
ჩვენება:
ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.
ცესტოდოზები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კანივერმი ხასიათდება ფართო ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლების და კატების ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ცხოველებს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ენის ძირზე დადებით. თუ ტაბლეტს დავფქვავთ და წყლით მოვამზადებთ სუსპენზიას, ის ცხოველს შეიძლევა მივცეთ შპრიცით.
დეჰელმინთიზაციას ლეკვებში ტარდება 3 კვირიდან 12 კვირამდე ასაკში, ერთჯერადად 3კვირიანი ინტერვალით და შემდგომ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია ყოველ 3 თვეში ერთხელ;
მცირე ზომის ძაღლებს, ლეკვებს და კატებს: 1 ტაბლეტი 0,5–2 კგ ცოცხალ წონაზე.
2 ტაბლეტი 2–5 კგ ცოცხალი წონაზე
დიდი ზომის ძაღლებს და მტაცებლებს: 1ტაბლეტი ყოველ 10 კგ ცოცხალი წონაზე.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: პრეპარატი არ გამოიყენება მაკეობის პერიოდში.
პრეპარატი არ ეძლევა რძიან საკვებთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას. არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 100*1ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.





