Pharmacological groups:

Species:

Form of the drug:

Detailed description

მწარმოებელი: „ბიოვეტა ა.ს.“, ჩეხეთი


შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: 

ფეენბენდაზოლი – 150 მგ

პირანტელ ემბონატი – 144 მგ 

პრაზიკვანტელს – 50 მგ.

სამიზნე ცხოველები:  ძაღლი და კატა

ჩვენება

ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.

ცესტოდოზები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  კანივერმი ხასიათდება ფართო ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლების და კატების ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი ცხოველებს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ენის ძირზე დადებით. თუ ტაბლეტს დავფქვავთ და წყლით მოვამზადებთ სუსპენზიას, ის ცხოველს შეიძლევა მივცეთ შპრიცით.

დეჰელმინთიზაციას ლეკვებში ტარდება 3 კვირიდან 12 კვირამდე ასაკში, ერთჯერადად 3­კვირიანი ინტერვალით და შემდგომ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია ყოველ 3 თვეში ერთხელ;

მცირე ზომის ძაღლებს, ლეკვებს და კატებს: 1 ტაბლეტი 0,5–2 კგ ცოცხალ წონაზე.

2 ტაბლეტი 2–5 კგ ცოცხალი წონაზე

დიდი ზომის ძაღლებს და მტაცებლებს: 1ტაბლეტი ყოველ 10 კგ ცოცხალი წონაზე.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: პრეპარატი არ გამოიყენება მაკეობის პერიოდში. 

პრეპარატი არ ეძლევა რძიან საკვებთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას. არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 100*1ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.