Pharmacological groups:

Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

რაბიგენ® მონო

შემადგენლობა: 1 მლ დოზა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
ცოფის ინაქტივირებული ვირუსი, შტამი VP12  ………………….  ≥ საერთაშორისო ერთეული 

დამხმარე ნივთიერება:
3% ალუმინის ჰიდროქსიდის გელი ………………………………………. 0,1 მლ

სამიზნე სახეობები: ძაღლები, კატები, ცხენები

ჩვენება: აქტიური იმუნიზაცია ცოფის წინააღმდეგ. კატებში ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულები ვლინდება პირველი რევაქცინაციიდან 3 წლის განმავლობაში. ძაღლებში ნაჩვენებია იმუნიტეტის ხანგრძლივობა პირველი რევაქცინაციიდან 3 წლის განმავლობაში. 

დოზირება თითოეული სახეობისთვის, მიღების გზა და მეთოდი: 

1 მლ ვაქცინის დოზა კეთდება კანქვეშა ინექციით (ძაღლებსა და კატებში) ან ინტრამუსკულარული ინექცით (ცხენებში). ვაქცინაციის შემდეგი  სქემის მიხედვით:

პირველი ვაქცინაცია:
ძაღლები და კატები: 1 დოზა 3 თვის ასაკიდან.
ცხენები: 1 დოზა 6 თვის ასაკიდან.

რევაქცინაცია:
ცხენები: ყოველწლიური ინექცია.
ძაღლები და კატები: რაბიგენ მონოს ერთჯერადი დოზით რევაქცინაცია უნდა ჩატარდეს პირველი ვაქცინაციიდან ერთი წლის შემდეგ. შემდგომი ვაქცინაციები ტარდება 3-წლიანი ინტერვალებით. ანტისხეულების ტიტრები შესაძლოა შემცირდეს 3-წლიანი იმუნიტეტის პერიოდში და დავიდეს მოგზაურობისთვის საჭირო ტიტრზე ქვემოთ (ანტისხეულების რაოდენობა ≥ 0,5 სე/მლ), თუმცა ინფიცირების შემთხვევაში ცხოველები დაცულები რჩებიან. რისკის ზონებში ან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისას, ვეტერინარებმა შესაძლოა ჩაატარონ დამატებითი ანტირაბიული ვაქცინაცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვაქცინირებულ ცხოველებს ჰქონდეთ ანტისხეულების ტიტრი 0,5 სე/მლ-ზე მეტი ან ტოლი, რაც ზოგადად მიიჩნევა საკმარის დაცვად.

გვერდითი მოვლენები: კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ვაქცინაციის შემდგომ საათებში შესაძლოა ზოგჯერ გამოვლინდეს ინექციის ადგილის მცირედ შესივება ან შეშუპება  (ზოგჯერ მტკივნეული შეხებისას). ეს ლოკალური რეაქცია თავისით ქრება რამდენიმე საათის შემდეგ სპეციალური მკურნალობის გარეშე. 

უკუჩვენებები:  არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ და გადაადგილეთ  + 2°C-დან + 8°C-მდე ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს. არ გაყინოთ. 

შენახვის ვადა: შეფუთვის გახსნის შემდეგ: დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.

სიფრთხილის განსაკუთრებული  ზომები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველთან გამოყენებისას:
ტარდება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების ვაქცინცია.
რეკომენდებულია ცხოველების მკურნალობა ნაწლავური პარაზიტების წინააღმდეგ ვაქცინაციამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
მაკეობა და ლაქტაცია:
არ გამოიყენოთ მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
ძაღლებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემები აჩვენებს, რომ რაბიგენის შერევა და შეყვანა შესაძლებელია ვირბაკის კანიგენის (CANIGEN) სერიის ვაქცინებთან ერთად. ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ვაქცინებთან მიმართებით, ეს მონაცემები ეხება მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც შეიცავს Leptospira interrogans შტამებს (სეროჯგუფი Canicola სეროვარი Canicola და სეროჯგუფი Icterohaemorrhagiae სეროვარი Icterohaemorrhagiae).
კატებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემები აჩვენებს, რომ რაბიგენის შერევა და გაკეთება შესაძლებელია ფელიგენის  (FELIGEN) სერიის ვაქცინებთან ერთად.

შეფუთვა:

1 დოზის (1 მლ) 1 ფლაკონის შემცველი კოლოფი   

1 დოზის (1 მლ) 10 ფლაკონის შემცველი კოლოფი  

1 დოზის (1 მლ) 50  ფლაკონის შემცველი კოლოფი

1 დოზის (1 მლ) 100 ფლაკონის შემცველი კოლოფი