Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
CDV+CPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა
ძაღლის ჭირის ვირუსის (CDV Ag) და ძაღლის პარვოვირუსის (CPV Ag) თვისებრივი განსაზღვრა
გამოყენება:
CDV+CPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა არის გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი ძაღლის ცხვირის / თვალის გამონადენში ძაღლის ჭირის ვირუსის (CDV Ag) და ძაღლის განავალში ან ნაღებინებ მასაში ძაღლის პარვოვირუსის (CPV Ag) თვისებრივი განსაზღვრისათვის.
პრინციპი: CDV+CPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა არის თვისებრივი გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი ძაღლის ჭირის ვირუსის (CDV) და ძაღლის პარვოვირუსის (CPV) ანტიგენების გამოსავლენად. ტესტ-კასეტას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარას აქვს T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. ტესტირების დროს, ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში შეიცავს CDV ან CPV ანტიგენებს ტესტის ხაზის რეგიონში გამოჩნდება ფერადი ხაზი , რომელიც მიუთითებს დადებით შედეგზე. თუ ნიმუში არ შეიცავს CDV ან CPV ანტიგენებს, ფერადი ხაზი არ გამოჩნდება ტესტის ხაზის ზონაში, რომელიც მიუთითებს უარყოფით შედეგზე. პროცედურულ კონტროლის სახით, საკონტროლო ხაზის ზონაში ყოველთვის გამოჩნდება ფერადი ხაზი, რაც მიუთითებს, რომ ნიმუშის სათანადო მოცულობა დაემატა და მოხდა მემბრანის გაჟღენთა.
შენახვა და სტაბილობა:
ინახება შეფუთულ მდგომარეობაში დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია დალუქულ პაკეტზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები:
*არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
*ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
*გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
*ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე.
*გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი შეფუთვიდან.
*ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
*არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.
მოწოდებული მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები
● პლასტმასის სინჯარები ბუფერით ● ტამპონები
● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც შეფუთვას არ მოყვება:
● ტაიმერი
გამოყენების წესი:
ტესტირებამდე ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. ამოიღეთ ტესტ-კასეტა ფოლგის პაკეტიდან და გამოიყენეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. საუკეთესო შედეგები მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ერთი საათის განმავლობაში ჩატარდება
2. ნიმუშის აღება
ა. განავალის / ნაღებინები მასის შემთხვევაში:
შეაგროვეთ ძაღლის განავალი ან ნაღებინები მასა ჩხირით ძაღლის ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი
მოათავსეთ დასველებული ჩხირი მოწოდებულ პლასტმასის სინჯარაში ბუფერით. აურიეთ იგი ნიმუშის კარგი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
ბ. გამონადენის შემთხვევაში:
აიღეთ ძაღლის თვალის და ცხვირის გამონადენი სხვა ჩხირის საშუალებით. ჩხირი საკმარისად დაასველეთ.
შენიშვნა: აიღეთ თვალის გამონადენი ზედა და ქვედა ქუთუთოებიდან, გთხოვთ, მოერიდოთ თვალის კუთხეში არსებულ გამონადენს.
მოათავსეთ სველი ჩხირი იმავე პლასტმასის სინჯარაში ბუფერით.
აურიეთ იგი ნიმუშის კარგი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
- მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურად და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 3-4 წვეთი (დაახლოებით 120-160 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეულ ნიმუშში, შემდეგ ჩართეთ ტაიმერი.
- წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. არ მოახდინო შედეგების ინტერპრეტაცია 15 წუთის შემდეგ.
იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
შედეგების შეფასება:
დადებითი: C ხაზის და T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი ძლიერია თუ სუსტი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ ნათელი C ხაზი.
არასწორია: C ზონაში ფერადი ხაზი არ ჩანს, მიუხედავად T ხაზის გამოვლენისა.
შეზღუდვები:
CDV+CPV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა გათვალისწინებულია in vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის მხოლოდ ძაღლებისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. შედეგების დასადასტურებლად რეკომენდებულია ისეთი დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR და მიკროსკოპია.







