Pharmacological groups:

Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

პიმობენდანი

პიმობენდანის ფუძეზე დამზადებული სასიამოვნო გემოს მქონე ტაბლეტები ძაღლებისთვის. 

შემადგენლობა:

თითოეული 700 მგ ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ პიმობენდანს და დამხმარე ნივთიერებებს ს.რ. 700 მგ;

თითოეული 1400 მგ ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პიმობენდანსა და დამხმარე ნივთიერებებს ს.რ. 1400 მგ;

თითოეული 2800 მგ ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პიმობენდანს და დამხმარე ნივთიერებებს ს.რ. 2800 მგ

ჩვენება:

(ინოტროპული საშუალება)

გამოიყენება:

-ძაღლებში ატრიოვენტრიკულური სარქველის უკმარისობით ან დილატაციური კარდიომიოპათიით გამოწვეული გულის უკმარისობის სამკურნალოდ;

-არაკლინიკური დილატაციური კარდიომიოპათიის (უსიმპტომო, გაფართოებული მარცხენა პარკუჭის სისტოლური დაბოლოებითა და საბოლოო დიასტოლური დიამეტრებით) დობერმან პინჩერებში, ექოკარდიოგრამის საშუალებით კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკის შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზირება:

პროდუქტი ინიშნება მხოლოდ პერორალურად;

თითოეული დოზა მიიღება ჭამამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე;

ოთხწახნაგა ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ოთხ თანაბარ ნაწილად, რაც მოგცემთ სწორი დოზის კორექტირების საშუალებას.

პიმობენდანის ეფექტური პერორალური დოზები შეადგენს 0.2-დან 0.6 მგ/კგ/დღე-ღამეში, რეკომენდებული დოზა – 0.5 მგ/კგ, განაწილებული ორ მიღებაზე დღეში (0.25 მგ/კგ პიმობენდანი 12 საათიანი ინტერვალით), რაც შეესაბამება:

700 მგ ტაბლეტებს (2.5 მგ პიმობენდანს):

  • 2.5-5 კგ წონის ცხოველები: ¼-½ ტაბლეტი 12 საათში ერთხელ
  • 5.1-10 კგ წონის ცხოველები: ½-1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ

1400 მგ ტაბლეტებს (5 მგ პიმობენდანს):

  • 10.1-20 კგ წონის ცხოველები: ½-1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ

2800 ტაბლეტებს (10 მგ პიმობენდანს):

  • 20.1-40 კგ წონის ცხოველები: ½-1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ

პათოლოგიის ტიპის გათვალისწინებით მკურნალობა, როგორც წესი, გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ვეტექიმი, თითოეული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

ოთხწახნაგა ტაბლეტი                          ოთხ თანაბარ ნაწილად გაყოფილი

ტაბლეტი

გვერდითი მოქმედება:

– პიმობენდანი, ზოგადად, ორგანულად აითვისება და, პრაქტიკულად, არ იწვევს გვერდით მოვლენებს რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას;

– იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გულისცემის უმნიშვნელო გახშირება და ღებინება. ეს მოვლენები დამოკიდებულია გამოყენებულ დოზაზე და მათი თავიდან აცილება შეიძლება დოზის შემცირების გზით;

– ზოგ შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ჰიპოტონიას დაბალი დოზების გამოყენებისას და ტაქიკარდიას – მაღალი დოზების გამოყენებისას;

– იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს დროებითი დიარეა, ანორექსია ან სისუსტე;

– მკურნალობის პერიოდში, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, აღინიშნა გავლენა პირველად ჰემოსტაზზე (პეტექიები ლორწოვან გარსებზე, სისხლჩაქცევები კანქვეშ). ეს მოვლენები შეწყდა მკურნალობის დაარულების შემდეგ;

– მიტრალური სარქველის უკმარისობის მქონე ძაღლებში პიმობენდანით ქრონიკული მკურნალობისას, იშვიათ შემთხვევაში, აღინიშნა მიტრალური სარქველის რეგურგიტაციის გაძლიერება;

– შეიძლება გამოიწვიოს სისტოლური უკმარისობა საკუთარი კალციუმმასენსიბილიზებელი მოქმედების გამო, რაც იწვევს გულის კუნთის რიგიდობას (დადებითი ლუზიტროპული ეფექტი).

უკუჩვენებები და გამოყენების შეზღუდვები:

– არ გამოიყენება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიების სამკურნალოდ, ვინაიდან პიმობენდანი, ძირითადად, მეტაბოლიზდება ღვიძლში, ის არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის უკმარისობის მქონე ძაღლებში;

– არ გამოიყენოთ პიმობენდანის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;

– პიმობენდანის უსაფრთხოება არ არის დადგენილი 6 თვემდე ასაკის ლეკვებში, მოსაშენებელ ძაღლებში, ასევე მაკე და მეძუძურ  ძაღლებში. ამ შემთხვევებში, რისკისა და სარგებლობის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ვეტსპეციალისტის მიერ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატის მიღება შეიძლება ფუროსემიდთან, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ბენაზეპრილთან) და სპირონოლაქტონთან ერთად;

– პიმობენდანს არ გააჩნია ანტიარითმოგენური მოქმედება და შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ ანტიარითმულ პრეპარატთან ერთად.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომურად შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია და ღებინება.

სასწრაფო ზომები:

დოზის შემცირება და სიმპტომების შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

სიფრთხილის სპეციალური ზომები ცხოველებში გამოყენებისას:

– თითოეული დოზა მიიღება  ჭამამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე;

– შაქრიანი დიაბეტის მქონე ძაღლებში გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის, ამიტომ, თუ ვეტერინარი, რისკისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასების საფუძველზე, თვლის, რომ მკურნალობა მიზანშეწონილია, შაქრიანი დიაბეტის მქონე ძაღლებში მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა შეფასდეს სისხლში გლუკოზის დონე;

– გულის თანდაყოლილი დაავადებების ან სხვა მძიმე მეტაბოლური დაავადებების მქონე ძაღლებში პიმობენდანის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ამ შემთხვევებში, რისკისა და სარგებელის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ვეტერინარის მიერ;

– ძაღლებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პიმობენდანით, რეკომენდებულია გულის ფუნქციაზე დაკვირვება;

– დილატაციური კარდიომიოპათიის წინაკლინიკურ სტადიაზე (უსიმპტომო, გაფართოებული მარცხენა პარკუჭის სისტოლური დაბოლოებით და საბოლოო დიასტოლური დიამეტრებით) გამოსაყენებლად დიაგნოზი უნდა იქნეს დადგენილი გულის სრული გამოკვლევის (თუ შესაძლებელია, ექოკარდიოგრამისა და ჰოლტერის ტესტირების ჩათვლით) საფუძველზე.

შენახვის პირობები:

15˚C-დან 30˚C-მდე ოთახის ტემპერატურა

შეფუთვა:

– 700 მგ ტაბლეტები შეიცავს 2.5 მგ პიმობენდანს 2.5-10 კგ წონის ძაღლების სამკურნალოდ;

– 1400 მგ ტაბლეტები შეიცავს 5 მგ პიმობენდანს 10.1-20 კგ წონის ძაღლების სამკურნალოდ;

– 2800 მგ ტაბლეტები შეიცავს 10 მგ პიმობენდანს 20.1-40 კგ წონის ძაღლების სამკურნალოდ.