Pharmacological groups:

Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

ფაუერ გოლდი

საღეჭი ტაბლეტი ძაღლებისთვის

შემადგენლობა:

ფლურალანერი – 13.64% w/w

დამხმარე ნივთიერებები – q.s. 100,00% w/w

ჩვენება:

ფაუერ გოლდი ინიშნება ძაღლებში რწყილებისა და ტკიპების სამკურნალოდ და კონტროლისთვის.

(ტკიპები: Rhipicephalus sanguineus),

(რწყილები: Ctenocephalides felis).

პრეპარატი განკუთვნილია ძაღლებისთვის, პერორალური გამოყენებისთვის. მიიღება საკვებთან ერთად ან ძაღლისთვის საკვების მიცემისთანავე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლურალანერი არის აკარიციდი და ინსექტიციდი, რომელიც მიეკუთვნება იზოქსაზოლინების ჯგუფს.

იზოქსაზოლინები მოქმედებს მწერის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ნერვ-კუნთოვან კვანძზე და არა უშუალოდ კუნთის ბოჭკოებზე.

ფლურალანერი წარმოადგენს ფეხსახსრიანთა ნერვული სისტემის მძლავრ ინჰიბიტორს, რომელსაც აქვს ანტაგონისტური მოქმედება ლიგანდების მარეგულირებელ ქლორიდულ არხებზე (გაემრეცეპტორებსა და გლუტამატრეცეპტორებზე) და რომელიც ბლოკავს უჯრედულ მემბრანებში ქლორიდიონების პრე- და პოსტსინაფსურ გადატანას. ეს იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის არაკონტროლირებულ აქტივობასა და მწერების ან ტკიპების სიკვდილს.

ძაღლებში პერორალური მიღების შემდეგ ფლურალანერი სწრაფად შეიწოვება.

გამოყენების წესი და დოზირება:

საღეჭი ტაბლეტები მიიღება წონის დადგენილი დიაპაზონის შესაბამისად, ფლურალანერის მინიმალური დოზის (25 მგ/კგ) უზრუნველყოფის მიზნით.

ფლურალანერი/დოზის ერთეული (მგ/დოზის ერთეული) მისაღები დოზის ერთეულების რაოდენობა წონის დიაპაზონი (კგ) დოზის დიაპაზონი (მგ/კგ)
112,5 1 >2-4,5 25-56,3
250 1 4,6-10 25-54,3
500 1 10,1-20 25-49,5
1000 1 20,1-40 25-49,8
1400 1 40,1-56 25-34,9

პაუერ გოლდის ერთჯერადი დოზის მოქმედება ნარჩუნდება 12 კვირის განმავლობაში;

მისი განმეორებით მიღება შეიძლება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ვეტერინარული დანიშნულებით.

გვერდითი მოქმედება:

შეიძლება აღინიშნოს, თუმცა იშვიათად, მსუბუქი და დროებითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა ღებინება, დიარეა, უმადობა და ნერწყვდენა.

(იშვიათად დაფიქსირდა კრუნჩხვა და ლეთარგია).

უკუჩვენება, შეზღუდვები და არასასურველი რეაქციები:

არ გამოიყენოთ ძაღლებში, რომლებსაც გააჩნიათ მგრძნობელობა ფლურალანერის მიმართ;

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა იმ ძაღლებში გამოყენებისას, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ეპილეფსია ან ეპილეფსიური რეაქციები;

რეკომენდებული არ არის 8 კვირამდე ასაკის ან 2 კგ-მდე წონის ძაღლებში გამოყენება, რადგან ამ ჯგუფებში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის;

რეკომენდებული არ არის მკურნალობის განმეორება პირველი დოზის მიღებიდან 8 კვირის განმავლობაში.

პროდუქტის გამოყენება ნებადართულია მაკე და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ძაღლებში.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ მის ორიგინალ კონტეინერში, მზის პირდაპირი გამოსხივებისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე ან მაცივარში.

არ გაყინოთ;

ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კონტეინერები შეფუთულია ორმაგ გოფრირებულ მუყაოს კოლოფებში;

(გამოყენებული კონტეინერები ხელახლა გადამუშავდება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად).

შეფუთვა:

ფაუერ გოლდი გამოდის ინდივიდუალურ კოლოფებში შეფუთვის ჩანართთან ერთად და ბლისტერულ შეფუთვებში:

  • 1 დასაღეჭი ერთეული, რომელიც შეიცავს 112.5 მგ ფლურალანერს
  • 1 დასაღეჭი ერთეული, რომელიც შეიცავს 250 მგ ფლურალანერს
  • 1 დასაღეჭი ერთეული, რომელიც შეიცავს 500 მგ ფლურალანერს
  • 1 დასაღეჭი ერთეული, რომელიც შეიცავს 1000 მგ ფლურალანერს
  • 1 დასაღეჭი ერთეული, რომელიც შეიცავს 1400 მგ ფლურალანერს

თითოეული საღეჭი ერთეული არის ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი ზედაპირითა და ცილინდრული ფორმით; შეიძლება აღინიშნებოდეს მცირე ზოლები ან ხორკლები, ან ორივე ერთად.