Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

ნიცილანი 40 მგ / 10 მგ 

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით) ……………………………………………….  40 მგ
კლავულანის მჟავა (კალიუმის კლავულანატის სახით) ………………………. 10 მგ
დამხმარე ნივთერებები:
ერითროზინი (E-127) …………………………………………………………………………….. 0.75 მგ
ერთგვაროვანი, ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, გაყოფადი ტაბლეტი.

ჩვენებები:
ნიცილანი 40 მგ/10 მგ ტაბლეტები ძაღლებისა და კატებისთვის ნაჩვენებია ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამებით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

სამიზნე სახეობები: ძაღლები და კატები

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალური გზით.
დოზა შეადგენს 12.5 მგ ანტიბიოტიკს კგ სხეულის წონაზე დღეში ორჯერ, რაც შეესაბამება შემდეგ დოზირების ცხრილს:

სხეულის წონა (კგ)  ტაბლეტების რაოდენობა დღეში ორჯერ
1-2 ½ 
3-5
6-9
10-13
14-18

მკურნალობის ხანგრძლივობა: 5-7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მკურნალობის ჩატარება რეკომენდებული არ არის.
ვეტერინარული კრიტერიუმების მიხედვით, პრეპარატის დოზის და მიღების სიხშირის გაზრდა შესაძლებელია.
სწორი დოზის უზრუნველსაყოფად, სხეულის წონა უნდა განისაზღვროს მაქსიმალურად ზუსტად, რათა თავიდან იქნას აცილებული არასაკმარისი დოზის მიღება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდებულია ვეტერინარული პრეპარატის მიღება საკვების მიღების დაწყებისას.
ტაბლეტების დამატება შესაძლებელია საკვებში. 

გვერდითი მოვლენები

  • მსუბუქი სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ (დიარეა, პირღებინება),
  • ალერგიული რეაქციები, რომელთა სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიამდე. ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს კორტიზონი და ადრენალინი.
  • ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კოლიტი.

უკუჩვენებები
პრეპარატი არ გამოიყენება იმ ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებთ ალერგია ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება ბოცვრებში, ზღვის გოჭებსა და ზაზუნებში. 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინხება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურზე. 

შენახვის ვადა: არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა: ალუმინის ფოლგის ბლისტერი, რომელიც შეიცავს 6 ტაბლეტს.
შეფუთვის ზომები: 

12 ტაბლეტის (2 ბლისტერის) შემცველი მუყაოს კოლოფი   

60 ტაბლეტის (10 ბლისტერის) შემცველი მუყაოს კოლოფი

120 ტაბლეტის (20 ბლისტერის) შემცველი მუყაოს კოლოფი 

240 ტაბლეტის (40 ბლისტერის) შემცველი მუყაოს კოლოფი