Detailed description

მიალაქტო

წყალში ხსნადი პრობიოტიკი ფხვნილის ფორმით

შემადგენლობა: ყოველი 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

       Clostridium butyricum                  არანაკლებ 1 x 106 CFU

       Lactobacillus plantarum            არანაკლებ 1 x 106 CFU

       გლუკოზა                                             q.s.

ლუდის გამომშრალი საფუარი       q.s.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრობიოტიკი განისაზღვრება, როგორც მიკრობული საკვები დანამატი, რომელიც, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე რეგულარულად მიღების შემთხვევაში. პრობიოტიკების სარგებელს წარმოადგენს დიარეის პრევენცია, ნაწლავის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სხვა ნაწლავური ინფექციების პრევენციის ხელშეწყობა. ნაწლავების ჯანმრთელობის დაცვით, პრობიოტიკის დამცავი ფენა ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და კვების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

მიალაქტო წარმოადგენს ორი პრობიოტიკის, კერძოდ, Clostridium butyricum-ისა და Lactobacillus plantarum-ის კომბინაციას. Lactobacillus plantarum არის რძემჟავა ბაქტერიების ჯგუფის ყველაზე დიდი სახეობა. ეს არის სასარგებლო ბაქტერია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნაწლავების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ასევე დიარეისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დარღვევების პრევენციისა და მკურნალობისთვის. Clostridium butyricum არის ანაერობული ენდოსპორის წარმომქმნელი გრამდადებითი ბუტირის მჟავას მწარმოებელი ბაცილა, რომელიც დუღილის გზით არსებობს.

პრობიოტიკი ემაგრება ნაწლავის კედელს და წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს, რომელიც ბლოკავს პათოგენური ბაქტერიების მიმაგრებას. ისინი ასევე წარმოქმნიან ანტიბაქტერიულ ნაერთებსა და ფერმენტებს და ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას.

პრობიოტიკები ნაწლავში კონკურენტული გამორიცხვის გზით მოქმედებენ, ხელსაყრელ გარემოში მონელების შემდეგ პრობიოტიკი ძლიერდება და მრავლდება. ნაწლავში პრობიოტიკის გაზრდილი რაოდენობა უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის კედლის დაცვას და ზღუდავს ზოგიერთი ბაქტერიული პათოგენის კოლონიზაციას.

სამიზნე სახეობები:

ფრინველი, ღორი, გოჭი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხენი, თხა, ცხვარი, ძაღლი, კატა.

ჩვენებები:

  • დიარეის პრევენცია და მკურნალობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების პრევენცია და მკურნალობა;
  • ზრდის ტემპის ხელშეწყობა;
  • იმუნიტეტის გაუმჯობესება;
  • საკვების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

დოზირება და გამოყენების წესი:

გახსენით ან შეურიეთ შემდეგი დოზა სასმელ წყალში (ან რძეში) ან საკვებში და მიეცით  დღეში 2-ჯერ, 3 დღის განმავლობაში, ან გამოიყენეთ 2 კგ ყოველ ტონა სრულფასოვან საკვებზე.

მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ცხენი: 15-50 გ/სულზე;

ღორი, ცხვარი, თხა: 5-15 გ/სულზე;

ძაღლი, კატა, გოჭი: 2-5 გ/სულზე;

შინაური ფრინველი:

ზრდასრული: 200-500 გ/1000 ფრინველზე

წიწილები: 50-100 გ/1000 ფრინველზე

გვერდითი რეაქციები: არ არის ცნობილი.

უკუჩვენებები: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ლოდინის პერიოდი: არ არის მითითებული.

შენახვის პირობები:პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.

მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და მაღალ ტემპერატურას.

ვარგისიანობის ვადა: წარმოების დღიდან 2 წელი.

შეფუთვა:   1 კგ.