Pharmacological groups:
Species:
All animals | Dog | Cat | Bovine cattle | Petite cattle | Horse | Pig
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
კომბიკელი 40 L.A.
საინექციო სუსპენზია:
შემადგენლობა:
ბენზილპენიცილინ პროკაინი (ლეციტინით შემოგარსული) 120 000 სე –
ბენზილპენიცილინ ბენზატინი (ლეციტინით შემოგარსული) 80 000 სე
დიჰიდროსტრეპტომიცინი (სულფატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები 1 მლ-მდე.
ჩვენება:
პენიცილინ G-ს ან/და DHS-ის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექციები (ჰემორაგიული სეპტიცემია, ბრონქოპნევმონია, პლევროპნევმონია, რინიტი, ლარინგიტი), შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები (პიელონეფრიტი, ნეფრიტი, ენდომეტრიტი), კანისა და ჭრილობების ინფექციები, პერიტონიტი, სტრეპტოკოკური ინფექციები ცხენებში (მაღაო, S. zooepidemicus კვიცებში), მასტიტი, მენინგიტი, წითელი ქარი ღორებში, შუა ყურის ოტიტი ძაღლებსა და კატებში, პანარიციუმი, ლეპტოსპიროზი, აქტინომიცეტები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, აქტინობაცილოზი ცხენებში, ნეკრობაცილოზი, პოლიართრიტი (ჭიპის დაავადება) და სეპტიცემია.
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხენები, ცხვრები, თხები, ძაღლები, კატები.
გამოყენების წესი და დოზირება: კუნთში ან კანქვეშ შესაყვანად.
დოზირება:
– მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 5-10 მლ წონის 100 კგ-ზე, ერთხელ.
– ცხენები, ღორები, ცხვრები, თხები: 5 მლ წონის 50 კგ-ზე, ერთხელ.
– ძაღლები, კატები: 0.5 მლ წონის 5 კგ-ზე, ერთხელ.
საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი მკურნალობა ტარდება 3 დღის შემდეგ.
გვერდითი რეაქციები:
ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ხანმოკლე ადგილობრივი რეაქცია.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ცხოველებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ცეფალოსპორინების, პროკაინის ან დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში.
პრეპარატი არ გამოიყენება ბოცვერებში, ზღვის გოჭებში, ზაზუნებში.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი და ხორცპროდუქტები: 30 დღე
რძე: 10 დღე
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
ორსულობა და ლაქტაცია:
უკუნაჩვენები არ არის. თუმცა, მაკე დედაღორებში რეგისტრირებულია ვაგინალური გამონადენი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლის მოშლით.
დოზის გადაჭარბება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მაცივარში (2˚C-8˚C) ორიგინალ შეფუთვაში და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 3 წელი. შენახვის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 28 დღე.
შეფუთვა: მინის ფლაკონები 100 მლ საინექციო სუსპენზიით.





