Detailed description

კეტოკეპი 10%
საინექციო
შემადგენლობა (ყოველი 1 მლ-ის შემთხვევაში):
კეტოპროფენი – 100 მგ.
სამიზნე სახეობები:
ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორები.
ჩვენება:
კეტოკეპი 10% საინექციო ნაჩვენებია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ღორებში

  • ანთება
  • ტკივილთან ან ცხელებასთან დაკავშირებული დაავადებები
  • ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც მწვავე ტკივილსა და ანთებას იწვევს
  • ოპერაციის შემდგომი ანთება
  • კოლიკი (ცხენებში)

კეტოკეპი 10% საინექციო ნაჩვენებია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ღორებში .
საჭიროების შემთხვევაში, კეტოპროფენის უნდა კომბინირდეს შესაბამის ანტიმიკრობულ თერაპიასთან.
გამოყენების წესი და დოზირება:
ინტრავენური (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები) ან ღრმა ინტრამუსკულური (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები) ინექციის შემთხვევაში:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 3 მლ –  ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე დღეში, 3 დღემდე;
ცხენები: 1 მლ –  ყოველ 45 კგ სხეულის წონაზე დღეში, 3-5 დღემდე;
ღორები: 3 მლ – ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად.
გვერდითი მოვლენები:
ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მსგავსად, შესაძლებელია განვითარდეს კუჭის აუტანლობა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
კუნთშიდა ინექციებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი გაღიზიანებადობა.
ღორებში განმეორებითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მადის შექცევადად დაკარგვა.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება

  • კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის შემთხვევაში
  • გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადების დროს
  • სისხლის დისკრაზიის, კოაგულოპათიის ან ჰემორაგიული დიათეზის დროს
  • PMWS-ით (გოჭების ასხლეტის შემდგომ მულტისისტემური დაავადების სინდრომი) დაავადებულ ღორებში
  • პრეპარატის მიღება არ შეიძლება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ან მათი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

ლოდინის პერიოდი:
ხორცი: ინტრავენური შეყვანის შემდეგ – 1 დღე;
ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ – 4 დღე.
რძე: 0 დღე.
პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის
მომცემ მეწველ ფაშატებში.
შენახვის პირობები:
დაიცავით სინათლისგან;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.