Pharmacological groups:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ექვისტრონგი 400 მგ/გ
პერორალური პასტა ცხენებისთვის
შემადგენლობა: 1 გ პასტა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
პირანტელის ემბონატი 400 მგ
დამხმარე ნივთიერება:
ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი (E321) 0.2 მგ
ღია ყვითელი ფერის პასტა.
სამიზნე სახეობა: ცხენები.
ჩვენება:
ცხენებში ზრდასრული მცირე და დიდი ზომის სტრონგილიდებით, მახვილებით, მრგვალი ჭიებითა და ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული დაინვაზირების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
პირანტელის ემბონატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ საშუალებას შემდეგი მოქმედების სპექტრით:
ზრდასრული სტრონგილიდები: Strongylus vulgaris, S. edentatus, S. equinus
ლარვები: Trichonema spp. Triodontophorus spp.
მახვილები: Oxyuris equi
მრგვალი ჭიები: Parascaris equorum
ლენტისებრი ჭიები: Anoplocephala perfoliata
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ერთი აპლიკატორი შეიცავს 11.4 გ პირანტელის ემბონატს 28.5 გ პასტაში.
სტრონგილოზის, ოქსიუროზის და პარასკაროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
პრეპარატის რეკომენდებული დოზაა პირანტელის ემბონატის 19 მგ/კგ სხეულის წონაზე, რაც 4.75 გ პასტის ექვივალენტურია ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე.
შკალის ერთი დანაყოფი შეესაბამება დოზას ცხენის ყოველ 100 კგ წონაზე.
დოზირების გრაფიკი:
- კვიცები (1-8 თვის ასაკის): 1 დოზა (4.75 გ პასტა) ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე ყოველ 4 კვირაში ერთხელ.
- ცხენები (8 თვეზე მეტი ასაკის): 1 დოზა (4.75 გ პასტა) ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ. ძოვების სეზონზე დოზის მიღება უნდა მოხდეს ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ. ზამთრის სეზონის შემდეგ, ყოველთვის მიეცით პასტის ერთი დოზა ცხენს საძოვარზე გაყვანამდე 3-4 დღით ადრე.
- მეძუძური ფაშატები: ნაჩვენებია, რომ ძუძუზე მყოფ კვიცებში სტრონგილებით ინვაზიის შემთხვევების შემცირება ძოვების სეზონზე შესაძლებელია „სუფთა“ საძოვრების გამოყენებით (საძოვრები, რომლებზე წინა წელს არ იმყოფებოდნენ ცხენები), რა შემთხვევაშიც მეძუძურმა ფაშატებმა უნდა მიიღონ პროდუქტი გადაყვანამდე 3-4 დღით ადრე და შემდეგ განმეორებით 2-4 კვირის ინტერვალით შემოდგომის ბოლომდე. იდეალურია ფაშატების გადაყვანა კვიცებთან ერთად „სუფთა“ საძოვრებზე ან, თუ ეს შეუძლებელია, მათი გადაყვანის გადადება ივნისამდე.
ანოპლოცეფალოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს პირანტელის ემბონატის 38 მგ/კგ სხეულის წონაზე, რაც 9.5 გ პასტის ექვივალენტურია ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე.
შკალაზე წარმოდგენილი ორი დანაყოფი შეესაბამება დოზას ცხენის წონის ყოველ 100 კგ-ზე.
საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პრეპარატი 6 კვირის შემდეგ.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ცხოველის წონის შეძლებისდაგვარად ზუსტად განსაზღვრა. აპლიკატორი უნდა მოერგოს გამოთვლილ დოზას რგოლის შესაბამის დგუშის პოზიციაზე მოთავსებით.
დაიკავეთ აპლიკატორის დგუში, ისე მოატრიალეთ დგუშზე არსებული ღარიანი დოზირების რგოლი, რომ რგოლის ქვედა კიდე სასურველი წონის ნიშნულს გაუთანაბრდეს. დარწმუნდით, რომ ცხენს პირში საკვების ნარჩენები არ აქვს. მოხსენით აპლიკატორს თავსახური, მოთავსეთ ცხენის პირში და პასტა ენის ძირზე წაუსვით. გამოყენების შემდეგ, რამდენიმე წამით დაუყოვნებლივ ასწიეთ ცხენის თავი და დარწმუნდით, რომ ცხენმა გადაყლაპა დოზა.
გვერდითი მოვლენები:
პირანტელის ემბონატი უსაფრთხოა 4 კვირის ასაკიდან ცხენებისთვის, მათ შორის ძუძუთი კვების პერიოდში მყოფი კვიცებისთვის, მაკე ფაშატებისა და საჯიშე რემებისთვის. დიდი რაოდენობით მრგვალი ჭიებით (Parascaris equorum) დაინფიცირებულ კვიცებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია, რა შემთხვევაშიც სიმპტომები (კოლიკა) თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
მაკეობა და ლაქტაცია:
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ მიიღოთ ლევამიზოლისა და პიპერაზინის შემცველი პროდუქტები პარალელურად, რომლებიც გავლენას ახდენს პირანტელის ფარმაკოდინამიკურ ეფექტზე.
დიეთილკარბამიზინთან და ორგანოფოსფატებთან ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის – იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი ზომები, ანტიდოტები):
პირანტელის ემბონატი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც ზოგადად აღენიშნება დაბალი ტოქსიკურობა პერორალურად მიღების შემდეგ.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტანდარტული დოზის ოცჯერ მეტმა დოზამ (ანუ პირანტელის ფუძის 60 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე) არ გამოიწვია რაიმე გვერდითი მოვლენები ცხენებში ან კვიცებში.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება 4 კვირამდე ასაკის კვიცებში.
არ გამოიყენება ძლიერ დასუსტებულ ცხოველებში.
არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ლოდინის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება იმ ცხენებში, რომელთა ხორცი და რძე განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ მშრალ ადგილას. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ: 6 თვე.
შეფუთვა: 1 x 28.5 გ, 10 x 28.5 გ.





