Detailed description

არპალიტ ნეო 60-15 მგ
კანის სპრეი, ხსნარი.
შემადგენლობა: 1 გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პერმეტრინი 25:75      6.0 მგ
ფენოქსიკარბი            1.5 მგ
ცხოველების სამიზნე ჯგუფი: ძაღლები.
ჩვენება: ექტოპარაზიტოზები. პრეპარატი მოქმედებს რწყილების (Ctenocephalides spp.), ტკიპების (Ixodes spp., Dermacentor spp., Haemaphysalis spp.), ტილების (Linognathus setosus), ბუმბულჭამიების (Trichodectes canis) და მათი განვითარების სტადიების წინააღმდეგ.
პრეპარატი შეიძლება გამოიყენოთ ცხოველების სადგომის სადეზინფექციოდ.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება კანზე.
პრეპარატი დაიტანება ფრქვევანაზე დაჭერით ბეწვის ზრდის საპირისპირო მიმართულებით სხეულის ზედაპირისგან 15-20 სმ-ის მანძილიდან.
დოზის მოცულობა დამოკიდებულია დასამუშავებელი ცხოველის ზომაზე და მისი ბეწვის სიგრძესა და სიხშირეზე. ერთი 150 მლ შეფუთვა ჰყოფნის 50 კგ წონის ცხოველის დამუშავებას. დამუშავება ტარდება კანის ან ბეწვის პრეპარატით მხოლოდ მსუბუქად დატენიანებამდე ცხოველის სხეულის მთელ ზედაპირზე, თავის გარდა (თვალების, ცხვირის გარშემო). თავის დასამუშავებლად პრეპარატი დაისხით ხელთათმანიანი ხელის გულზე და ფრთხილად შეაზილეთ ბეწვში, რათა არ მოხდეს ღრუების დაბინძურება. ბეწვი დავარცხნეთ სავარცხლით, ჯაგრისით ან ხელთათმანიანი ხელით დაზილეთ, რათა პრეპარატმა ჩააღწიოს კანამდე. დამუშავების შემდეგ აუცილებელია არ აბანაოთ ცხოველი 48 საათის განმავლობაში.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. ჭურჭელი საჭიროა გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
გვერდითი მოვლენები:
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის მქონე ინდივიდებში გამოვლინდეს
უკუჩვენება:

  • არ გამოიყენება ავადმყოფ ცხოველებში.
  • არ გამოიყენება კატებში. დამუშავების შემდეგ მოერიდეთ კატების შესაძლო ურთიერთობას ძაღლებთან.
  • არ გამოიყენება 2 თვემდე ასაკის ლეკვებში.
  • არ გამოიყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.
  • არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე, გამონაკლისი შეტყობინებების ჩათვლით.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველებში გამოყენებისას:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.
  • პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ დაუშვათ დამუშავებული ბეწვის ალოკვა ცხოველის მიერ.
  • გამოყენებისას აუცილებელია ცხოველების თვალების დაცვა სპრეის მოხვედრისგან.
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პირეთროიდებსა და ორგანოფოსფატებს.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი
შეფუთვა: 150 მლ (122 გ)